ინგრედიენტები
-
1 1/4 ჩ.ჭ. მწვანე ოსპი
-
3 ც. სტაფილო
-
1 თავი ხახვი
-
4 კბილი ნიორი
-
5 ც. კანგაცლილი პომიდორი
-
100 გ. ისპანახი
-
1 ც. საშუალო ზომის ყაბაყი
-
1/2 ჩ.კ. ორეგანო
-
1/2 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
-
1/2 ჩ.კ. ქონდარი
-
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
1,5 ლ. წყალი
-
სურვილისამებრ ლიმონი
მომზადება
ოსპი გაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ, 6-7-ჯერ მაინც გამოუცვალეთ წყალი რეცხვისას.
- ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო კი საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.
- ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაში 2 წთ მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, შემდეგ დაუმატეთ ნიორი და კვლავ შუშეთ 2 წთ-ის განმავლობაში.
- დაუმატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი და წყალი, ასევე ოსპი, სანელებლები, მარილი და პილპილი. ამოურიეთ და წამოადუღეთ, ადუღეთ დაახლოებით 30-35 წთ.
- შემდეგ დაუმატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ყაბაყი, ამოურიეთ და ადუღეთ 10 წთ. ბოლო 2 წთ-ში დაუმატეთ ისპანახიც.
- შეიძლება დაგჭირდეთ ცოტა წყლის დამატებაც, იმის მიხედვით თუ რამდენ სითხეს შეიწოვს ოსპი ხარშვისას.
- სერვირებისას სუპს მოასხით ლიმონის წვენი.
ჯანსაღი და გემრიელი სამარხვო სუპი ოსპითა და ბოსტნეულით მზადაა, გემრიელად მიირთვით!