0 0
მოცვისა და რეჰანის ლიმონათი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
200 გ. მოცვი
10. ფოთოლი რეჰანი
1 დიდი ან 2 საშუალო ზომის ლიმონი
1/2 ჩ,ჭ. შაქარი
1/2 ჩ.ჭ. წყალი
700-800 მლ. მინერალური წყალი (გაზირებული)

მოცვისა და რეჰანის ლიმონათი

სახლში მომზადებული ლიმონათები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბლოგზე, ცხელ ამინდებში არაჩვეულებრივი არჩევანია და ამიტომ, მინდა კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი რეცეპტი გაგიზიაროთ. სულ რამდენიმე ინგრედიენტი და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ ამ ძალიან არომატული და გემრიელი სასმელის მოსამზადებლად. ნამდვილად ღირს რომ სცადოთ.

  • 20 წთ.
  • პორცია 3
  • საშუალო

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  • პირველ რიგში მოამზადეთ შაქრის მარტივი სიროფი, ამისათვის წყალი (არაგაზირებული), შაქარი და ლიმონის კანი (გათალეთ ფრთხილად, არ შეაყოლოთ თეთრი ნაწილი, გვჭირდება მხოლოდ ცედრა), მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ, როცა შაქარი გადნება და სიროფი წამოდუღდება, კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე 2 წთ, შემდეგ კი გადმოდგით და გააციეთ.
  • მოცვი და რეჰანი ცალკე ჭურჭელში კარგად ჩაჭყლიტეთ, ლიმონი გაწურეთ.
  • გაციებული სიროფი, მოცვისა და რეჰანის მასა და ლიმონის წვენი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, დაასხით მინერალური წყალი და მოურიეთ. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, რათა გემოები ერთმანეთს შეერიოს და ლიმონათი კარგად გაცივდეს.

ძალიან მარტივი, არომატული და გემრიელი ლიმონათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
კუსკუსის სალათი
შემდეგი
ბრინჯი საქონლის ფარშითა და ბადრიჯნით
წინა
კუსკუსის სალათი
შემდეგი
ბრინჯი საქონლის ფარშითა და ბადრიჯნით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!