ინგრედიენტები
-
375 მლ. რძე
-
375 მლ. (35%+ ცხიმიანობის) ნაღები
-
6 დიდი კვერცხის გული
-
100 გ. შაქარი
-
300 გ. მიწისთხილის კარაქი
მომზადება
მიწისთხილის კარაქის მომზადება სახლის პირობებში უმარტივესია და ბევრად იაფი ჯდება ვიდრე მისი შეძენა. და რაც მთავარია, უფრო ჯანსაღია. მისი მომზადება იხილეთ აქ მიწისთხილის კარაქის რეცეპტი.
- ნაყინის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.
- სანამ ადუღდება, კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ მოთეთრო, კრემისებური მასა.
- შემდეგ ადუღებული რძე & ნაღები ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხის მასას.
- მიღებული ნაყინის ბაზა გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- ბოლოს დაუმატეთ მიწისთხილის კარაქი. ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად, გადაიტანეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში მთელი ღამით.
- სერვირებისას ნაყინს მოხალული მიწისთხილი მოაყარეთ, ეს უფრო გააგემრიელებს თქვენს დესერტს.
ძალიან გემრიელი ნაყინი მიწისთხილის კარაქით მზადაა, გემრიელად მიირთვით!