0 0
ლიმონჩელო – ლიმონის ლიქიორი იტალიიდან

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

6 დიდი ლიმონი
500 მლ. ხორბლის არაყი
530 გ. შაქარი
670 მლ. წყალი

ლიმონჩელო – ლიმონის ლიქიორი იტალიიდან

ლიმონჩელო გახლავთ ლიმონის იტალიური ლიქიორი, რომელიც განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული. ლიმონჩელოს მომზადება ძალიან მარტივია, სასურველი შედეგის მისაღებად უმნიშვნელოვანესია არყის სწორად შერჩევა, რადგან ლიქიორის საბოლოო გემოს დიდწილად ის განსაზღვრავს. არაყი უნდა იყოს აუცილებლად მარცვლეულის, მე გამოვიყენე ხორბლის არაყი. შედეგად მიიღებთ ბლანტ, ძალიან არომატულ და ძალიან, ძალიან გემრიელ ლიქიორს, რომელიც საჩუქრადაც არაჩვეულებრივი არჩევანია.

  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

ლიმონჩელოს მომზადება სამი უმარტივესი ეტაპისგან შედგება:

  1. ლიმონი გათალეთ ისე, რომ მხოლოდ ფერადი ნაწილი მიიღოთ და თეთრი ნაწილი არ შეგყვეთ. ლიმონის კანი მოათავსეთ ქილაში, დაასხით არაყი, მოურიეთ, დააფარეთ თავსახური (მჭიდროდ რომ ერგებოდეს), შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას მინიმუმ 10 დღე. 1 თვემდე შეგიძლიათ ასე გააჩეროთ. პერიოდულად ქილა შეანჯღიეთ ხოლმე.
  2. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მოამზადეთ შაქრის სიროფი – შაქარი და წყალი მოათავსეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, ადუღეთ 2-3 წთ და გადმოდგით ცეცხლიდან, გააციეთ.
  3. ლიმონის კანისა და არყის ნაყენი გადაწურეთ ცალკე ჭურჭელში ( კანი აღარ გჭირდებათ), ნაყენს დაუმატეთ გაციებული შაქრის სიროფი, მოურიეთ და ლიქიორიც მზადაა.

ძალიან არომატული და უგემრიელესი ლიმონჩელო მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
შვრიის ორცხობილები შოკოლადით – ვიდეო რეცეპტი
შემდეგი
გამომცხვარი ჭარხლის სალათი ვაშლითა და ნიგვზით
წინა
შვრიის ორცხობილები შოკოლადით – ვიდეო რეცეპტი
შემდეგი
გამომცხვარი ჭარხლის სალათი ვაშლითა და ნიგვზით
error: საავტორო უფლებები დაცულია!!