0 1
კუსკუსი გამომცხვარი ბოსტნეულით

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
1,5 ჩ.ჭ. კუსკუსი
2,5 ჩ.ჭ. წყალი
1 საშუალო ზომის ყაბაყი
4-5 ც. "სლივკა" პომიდორი
1 თავი წითელი ხახვი
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
4 კბილი ნიორი
1/2 კონა ოხრახუში
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

კუსკუსი გამომცხვარი ბოსტნეულით

კუსკუსი ის პროდუქტია ერთხელ რომ მოამზადებ და შემდეგ სულ გინდა სხვადასხვა ვარიაციით სინჯო. მე პირადად მას შემდეგ რაც გავსინჯე, სულ ახალი ვარიანტების ძიებაში ვარ და ყველა ძალიან მომწონს, მათ შორის დღევანდელი რეცეპტიც. ამ სალათში კუსკუსის ფაფუკ სტრუქტურას არაჩვეულებრივად ერწყმის გამომცხვარი ბოსტნეული. გამოდის მსუბუქი და უგემრიელესი სალათი.

  • 1 სთ.
  • Serves 8
  • Easy

Ingredients

Directions

Share
  • პირველ რიგში გამოაცხეთ ბოსტნეული, ამისათვის ხახვი ალყა-ალყა ოღონდ სქლად დაჭერით, დაახლოებით 1/2 სმ სისქეზე, პომიდორი, ყაბაყი და ბულგარული წიწაკა კი კუბებად დაჭერით, ნიორი უბრალოდ გაარჩიეთ (არ დაჭრათ).
  • ბოსტნეულს მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ ხელით,  გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 45 წთ. ცხობის პროცესში ორჯერ ამოურიეთ რათა თანაბრად გამოცხვეს.
  • სანამ ბოსტნეული გამოცხვება წყალი აადუღეთ, დაუმატეთ მარილი და კუსკუსი, კარგად ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 7-10 წთ. ამ დროს კუსკუსი გაფუვდება, შემდეგ კი ჩანგლით “ააფუმფულეთ.”
  • გამომცხვარი ნიორი დაჭერით წვრილად.
  • კუსკუსს დაუმატეთ გამომცხვარი ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ.
  • კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილი, ასევე ცივი.

ძალიან გემრიელი და მსუბუქი სადილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
ორაგული ტოსკანურად – განსაკუთრებულად გემრიელი
next
პასტა სოკოთი, არაჟნითა და პარმეზანით
previous
ორაგული ტოსკანურად – განსაკუთრებულად გემრიელი
next
პასტა სოკოთი, არაჟნითა და პარმეზანით