ინგრედიენტები
-
კუსკუსისთვის:
-
1 ჩ.ჭ. კუსკუსი
-
1 1/3 ჩ.ჭ. წყალი
-
1 კბილი ნიორი
-
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
1 ჩ.კ. მარილი
-
სალათისთვის:
-
120 გ. თინუსი ზეთში
-
1 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
-
120 გ. სიმინდის მარცვლები
-
1 ც. კიტრი
-
1/2 ჩ.კ. ორეგანო
-
1/2 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
1 ლიმონის წვენი
-
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადება
- კუსკუსის მოსამზადებლად, აადუღეთ წყალი პატარა ქვაბში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და ზეითუნის ზეთი, მოურიეთ, დაუმატეთ კუსკუსი, კარგად ამოურიეთ და გამორთეთ ცეცხლი. ქვაბს დააფარეთ თავსახური და ასე გააჩერეთ კუსკუსი გასაფუებლად, სანამ დანარჩენ ინგრედიენტებს მოამზადებთ.
- ბულგარული წიწაკა ცეცხლზე “დაწვით”, აანთეთ გაზი და დადეთ მასზე ბულგარული, კანი რომ გაშავდება, გადააბრუნეთ. ამ დროს იწვება მხოლოდ კანი, შიდა რბილობი კი სასიამოვნო არომატს იღებს. გააციეთ, მოაშორეთ დამწვარი კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად.
- კიტრი გაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული (გულს არ ვიყენებთ) და დაჭერით პატარა კუბებად.
- აფუებული კუსკუსი ჩანგლის დახმარებით ააფუმფულეთ, გადაიტანეთ ჯამში და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები, კარგად აურიეთ და სალათი მზადაა. ლიმონის წვენი შეგიძლიათ მეტიც გამოიყენოთ თქვენი გემოვნების მიხედვით.
უგემრიელესი და ჯანსაღი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!