ინგრედიენტები
-
კრეპებისთვის:
-
4 ც. (0 კატეგორია) კვერცხი
-
2 1/4 ჩ.ჭ. რძე
-
2 ჩ.ჭ. ფქვილი
-
1 ს.კ. შაქარი
-
1/4 ჩ.ჭ. ზეთი
-
1 დიდი მწიკვი მარილი
-
შიგთავსისთვის:
-
ქათმის ფილე
-
მდნარი ყველი
-
(გაუდა) ყველის ფირფიტები
-
სიმინდის მარცვლები
-
პომიდორი
-
მწვანე ბულგარული წიწაკა
მომზადება
ინგრედიენტების ჩამონათვალში შიგთავსის მასალებს რაოდენობები არ მივუწერე, არც განმისაზღვრავს, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული რას რამდენს გამოიყენებთ.
- კრეპების მოსამზადებლად ყველა ინგრედიეტი მოათავსეთ ბლენდერში და აქციეთ ერთიან მასად, თუ ბლენდერი არ გაქვთ, ჯამში მიქსერით ათქვიფეთ.
- მე გამოვაცხვე კრეპების სპეციალური ელექტრო ტაფით, რომელიც უზომოდ მოსახერხებელია და ძალიან ბევრ დროს გიზოგავთ კრეპებისა და ბლინების მომზადების დროს. თუ ბლინების ტაფაზე გამოაცხობთ, ისევე მოამზადეთ, როგორც ჩვეულებრივი თხელი ბლინები (დაასხით ტაფაზე 1-2 ს.კ. ცომი, სწრაფადვე გაანაწილეთ მის მთელ ზედაპირზე და ზედმეტი კვლავ ჯამში ჩააბრუნეთ, გვერდები რომ წამოიწევა, მზადაა, მხოლოდ ერთი მხრიდან გამოაცხეთ).
- გამომცხვარ კრეპებს ცენტრში წაუსვით მდნარი ყველი, დააწყვეთ ქათმის ხორცის ნაჭრები (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შემწვარი, ასევე მოხარშული ქათამი), მოაყარეთ სიმინდის მარცვლები, პომიდვრის თხელი ნაჭრები და ჟულიენებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაადეთ ყველის ფირფიტა, ბოლოს ჯერ ზედა და ქვედა კიდეები გადაკეცეთ ცენტრისკენ, შემდეგ კი გვერდით არსებული კიდეები.
- კრეპები შებრაწეთ ტაფაზე, თითოეულ მხარეს 1–2 წთ.
უგემრიელესი, ნოყიერი კრეპები მზადაა, გემრიელად მიირთვით!