ინგრედიენტები
-
150 გ. კრემ-ყველი
-
1 1/2 ჩ.ჭ. შაქრის პუდრა
-
250 გ. შოკოლადი
-
2 გ. ვანილინი
-
2 ს.კ. კაკაო
-
1/2 ჩ.ჭ. ნიგოზი
მომზადება
- კრემ-ყველი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- ნიგოზი დააბლენდერეთ, მაგრამ ძალიან ნუ დააქუცმაცებთ, ისეთი ზომის უნდ იყოს, რომ ტრიუფელები ამოავლოთ.
- კრემ-ყველი მიქსერით, დაბალი სიჩქარით, გათქვიფეთ, 10 წამი საკმარისია, შემდეგ ნახევარ-ნახევარ ჭიქებად დაუმატეთ შაქრის პუდრა და თქვიფეთ დაბალი სიჩქარით.
- შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ კრემ-ყველის მასას, ვანილინიც დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ.
- მიღებული მასა შედგით მაცივარში 1 საათით გასამაგრებლად.
- ამ დროში მასა გამაგრდება, გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთები და ნაწილი ამოვლეთ კაკაოში, ნაწილი კი ნიგოზში.
ძალიან გემრიელი ტრიუფელები მზადაა, გემრიელად მიირთვით!