ინგრედიენტები
-
1 1/4 ჩ.ჭ. ბრინჯი
-
2 1/4 ჩ.ჭ. წყალი
-
1 ჩ.კ. მარილი
-
200 გ. კრაბის ჩხირები
-
300 გ. სიმინდის მარცვლები
-
2 ც. კიტრი
-
4 ც. საშუალო ზომის ბოლოკი
-
1/2 კონა მწვანე ხახვი
-
1/2 კონა კამა
-
სოუსისთვის
-
100 მლ. მაიონეზი
-
1/2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
-
3 ს.კ. ლიმონის წვენი
-
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
გემოვნებით პილპილი
-
გემოვნებით წითელი წიწაკა
მომზადება
- პირველ რიგში მოხარშეთ ბრინჯი. წყალი აადუღეთ, დაუმატეთ მარილი, და ბრინჯი, კარგად მოურიეთ და დაუწიეთ ცეცხლს, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 15–17 წთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და თავდახურულ ქვაბში გააჩერეთ 5 წთ. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და ჩანგლის საშუალებით დაანაწევრებთ. ასეთი ტექნიკით მიიღებთ ფანტია ბრინჯს.
- სოუსის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და აქციეთ ერთიან მასად.
- კრაბის ჩხირები, კიტრი და ბოლოკი კუბებად, მწვანილი კი წვრილად დაჭერით.
- გაციებულ ბრინჯს დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები და სიმინდის მარცვლები, მოასხით სოუსი და კარგად აურიეთ.
- სალათი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში, რადგან კარგად გაცივდეს და გემოები ერთმანეთს შეერიოს.
მარტივი და გემრიელი კრაბის სალათი მზადაა, გემრილად მიირთვით!