0 0
კიში ბოსტნეულით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
ცომისთვის:
200 გ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. ცივი წყალი
1 ს.კ. ვაშლის ძმარი
1 მწიკვი მარილი
100 გ. კარაქი
შიგთავსისთვის:
350 გ სხვადასხვა სახეობის პომიდორი
2 ც. პატარა ყაბაყი
1 პატარა თავი წითელი ხახვი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
4 ც. კვერცხი
1 ჩ.ჭ. რძე
1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
გემოვნებით მარილი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით წითელი წიწაკა
100 გ. ჩედარი
1 ჩ.კ. პაპრიკა

კიში ბოსტნეულით

ამ რეცეპტის თქვენთვის გაზიარება ძალიან დამიგვიანდა, გადავდე, გადავდე და 2 თვე იცდიდა ბლოგზე განთავსებამდე. კიშის კიდევ ერთი ვარიანტი უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე კვირის წინ. ეს ისეთი კერძია, რომელიც ბევრ სიტუაციას შეგიძლიათ შეუხამოთ, იქნება ეს საუზმე, სადილი თუ სადღესასწაულო ვახშამი. მომზადება საკმაოდ მარტივია, თუ გამზადებული ცომი მაცივარში გექნებათ შენახული, კიდევ უფრო გაიმარტივებთ საქმეს დატვირთული კვირის განმავლობაში.

  • 2 სთ.
  • პორცია 6
  • საშუალო

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:

  • შიგთავსისთვის:

მომზადება

გაზიარება

ფორმა: 26 სმ. დიამეტრის

გამოიყენეთ სხვადასხვა სახეობის პომიდორი, მე გამოვიყენე ჩერი, სლივკა, ყვითელი პომიდორი

კიშის სხვა ვარიანტი –> კიში ბროკოლითა და ჩედარით – რეცეპტი.

  • ცომის მოსამზადებლად, წყალს დაუმატეთ ვაშლის ძმარი და შედგით საყინულეში გამოყენებამდე.
  • ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი, ხელით გააფხვიერეთ.
  • როცა ქვიშის მსგავს მასას მიიღებთ დაუმატეთ ვაშლისძმრიანი წყალი, დაახლოებით 4 ს.კ. (სრულად არ დაგჭირდებათ), მოზილეთ ცომი. დიდხანს არ ზილოთ, როგორც კი შეიკვრება ცომი, გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში 1 საათით.
  • შიგთავსის მოსამზადებლად პომიდორი 2 სმ სისქის ნაჭრებად, ყაბაყი საშუალო სისქის რგოლებად, ხახვი ალყაალყა დაჭერით.
  • გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ოდნავ მობრაწეთ ყაბაყი (მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი), ღია ყავისფრად რომ შეიფერება გადმოიღეთ ტაფიდან, იმავე ტაფაში მოშუშეთ ხახვი 3-4 წთ.
  • ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, მდოგვი, კვერცხი და ეტაპობრივად რძე, თან ხელის სათქვეფით ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • ცომი გააბრტყელეთ 32 სმ დიამეტრზე, გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, გვერდებზეც კარგად ამოიყვანეთ და ზედმეტი ცომი მოაჭერით. ფორმა 15 წუთით შედგით მაცივარში.
  • საცხობი ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე, გამოაცხვეთ ჯერ მხოლოდ ფორმაში არსებული თხელი ცომი (შიგთავსის გარეშე), ცხვება დაახლოებით 15 წთ.
  • გამომცხვარ ფენაზე გაანაწილეთ გახეხილი ჩედარი (შეგიძლიათ სხვა ყველიც გამოიყენოთ), შემდეგ კი ყაბაყი, პომიდორი და ხახვი, მოასხით კვერცხის მასა, ზემოდან მოაყარეთ პაპრიკა და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 30 წთ.
  • გამომცხვარი კიში ფორმაში შეაგრილეთ 10-15 წთ.

კიში ბოსტნეულით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
მწვანე ოსპის სუპი ბოსტნეულით
შემდეგი
გრანოლა და პარფე – უგემრიელესი საუზმისთვის
წინა
მწვანე ოსპის სუპი ბოსტნეულით
შემდეგი
გრანოლა და პარფე – უგემრიელესი საუზმისთვის
error: საავტორო უფლებები დაცულია!!