• Home
  • მარტივი
  • კიტრისა და მაკარონის სალათი გაწურული მაწვნის არომატული სოუსით
1 0
კიტრისა და მაკარონის სალათი გაწურული მაწვნის არომატული სოუსით

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
300 გ. მაკარონი
4 ც. კიტრი
3 სავსე ს.კ. გაწურული მაწონი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
3-4 ღერი მწვანე ხახვი
4-5 ღერი კამა
2-3 ღერი (მხოლოდ ფოთლები) პიტნა
1/2 მწვანე მწარე წიწაკა
მარილი

კიტრისა და მაკარონის სალათი გაწურული მაწვნის არომატული სოუსით

ზაფხულს განსაკუთრებით უხდება მარტივი რეცეპტები. დღევანდელი სალათი სულ რაღაც 30 წუთში მზადდება და არის ძალიან გემრიელი, მწვანილებითა და გაწურული მაწვნით გამოდის საოცრად არომატული სოუსი. ვფიქრობ, ეს რეცეპტი ზაფხულში ბევრჯერ გამოგადგებათ. შეგიძლიათ მოხარშული ქათმის ფილეც დაუმატოთ, თუ ხორცი აუცილებელი ინგრედიენტია თქვენი კერძისთვის.

  • 30 წთ.
  • Serves 10
  • Easy

Ingredients

Directions

Share
  • მაკარონი ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ კი გაავლეთ ცივი წყალი.
  • კიტრი გათალეთ, გაჭერით სიგრძეზე და კოვზის დახმარებით ამოუღეთ გული. შემდეგ კი ნახევარმთვარეებად დაჭერით. დაუმატეთ მაკარონს.
  • გაწურულ მაწონს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და მწვანე წიწაკა, მოაყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ.
  • მოასხით სოუსი მაკარონს, კარგად აურიეთ და სალათი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში, რათა არომატები და გემოები ერთმანეთს შეერიოს.

ძალიან მარტივი, სწრაფი, არომატული და გემრიელი სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
თევზის კატლეტები კიტრისა და პიტნის სალათით
next
წითელი ოსპის კრემ-სუპი მოხალული გოგრის თესლით
previous
თევზის კატლეტები კიტრისა და პიტნის სალათით
next
წითელი ოსპის კრემ-სუპი მოხალული გოგრის თესლით