0 0
კალმახი კარტოფილითა და ქინძისა და ნივრის სოუსით

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
3 ც. საშუალო ზომის კალმახი
1 კგ. კარტოფილი
1 კონა ქინძი
3 კბილი ნიორი
70 მლ. (ექსტრა ვირჯინ) ზეითუნის ზეთი
ნახევარი ლიმონის წვენი
30-50 მლ. წყალი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით მარილი
3 ს.კ. მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი

კალმახი კარტოფილითა და ქინძისა და ნივრის სოუსით

მეგობრებო, ძალიან კარგი რეცეპტი მოგიტანეთ. განსაკუთრებული ამ რეცეპტში სოუსია, რომელიც ძალიან არომატულია, ჯანსაღი და საოცრად უხდება თევზს. თევზი რომც არ გამოაცხოთ და უბრალოდ შეწვათ, გირჩევთ ეს სოუსი მოუმზადოთ, ძალიან მოგეწონებათ.

  • 1 სთ.
  • პორცია 6
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ, თუმცა ბოლომდე არა. დაჭერით დიდ კუბებად.
  2. საცხობ ფორმაში დააფინეთ ფოლგა, წაუსვით ზეთი და მასზე გაანაწილეთ დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ხელით აურიეთ.
  3. კალმახს შიგნიდან და გარედან მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაადეთ კარტოფილს. ცოტა ზეთიც მოასხით და შედგით 240 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთი.
  4. სოუსის მოსამზადებლად დააბლენდერეთ ქინძი, ნიორი, 70 მლ. ზეითუნის ზეთი, წყალი და ლიმონის წვენი, შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით და სოუსიც მზადაა.

პ.ს. მე ლიმონიანი პილპილი გამოვიყენე.

ძალიან ჯანსაღი და გემრიელი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ყვითელი ბარდისა და ბოსტნეულის პიურე
შემდეგი
შავი მოცხარისა და ჟოლოს სამარხვო კექსი
წინა
ყვითელი ბარდისა და ბოსტნეულის პიურე
შემდეგი
შავი მოცხარისა და ჟოლოს სამარხვო კექსი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!