ინგრედიენტები
-
2 დიდი კალმახი
-
1 საშუალო ზომის კიტრი
-
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
1 საშუალო კონა ქინძი
-
1 საშუალო კონა მწვანე ხახვი
-
1 კბილი ნიორი
-
1 მწვანე წიწაკა
-
2 ს.კ. ლიმონის წვენი
-
3-4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
მომზადება
- თევზისგან გააკეთეთ ფილე ან შეგიძლიათ პირდაპირ თევზის ფილე გამოიყენოთ.
- ფილე დაჭერით სასურველ ზომებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფაზე დაასხით მზესუმზირის ზეთი და გააცხელეთ, თევზის ფილე შეწვით ორივე მხრიდან. თითოეულ მხარეს დაახლოებით 3-4 წთ. დასჭირდება.
- სოუსის მოსმზადებლად კიტრი მსხვილად, მწვანილი და წიწაკა კი წვრილად დაჭერით. ბლენდერში მოათავსეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი და დააბლენდერეთ, შეგიძლიათ სულ ცოტა წყალიც დაუმატოთ თუ დაბლენდერება გაგიჭირდებათ.
- დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- სერვირებისთვის თეფშზე დაასხით სოუსი და შემწვარი ფილე ზემოდან დაადეთ.
უგემრიელესი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!