ინგრედიენტები
-
ბურთულებისთვის:
-
400 გ. დაკონსერვებული ან მოხარშული თეთრი ლობიო
-
1 პატარა თავი ხახვი
-
3 კბილი ნიორი
-
1 ჩ.ჭ. საფანელი
-
1 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
-
2 ს.კ. სოიოს სოუსი
-
1/2 ჩ.კ. პაპრიკა
-
1/2 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
-
1 ს.კ. ზეთი
-
სუპისთვის:
-
2 ს.კ. ზეთი
-
1 დიდი თავი ხახვი
-
3 კბილი ნიორი
-
2 საშუალო ზომის სტაფილო
-
250 მლ. თეთრი ღვინო
-
2 ლ. წყალი
-
1 ჩ.კ. ქონდარი
-
ბრინჯისხელა ან სხვა მცირე ზომის მაკარონი
-
150 გ. ისპანახი
მომზადება
ამ სუპის რეცეპტში მითითებული იყო ბრინჯის ზომის მაკარონი “ორზო”, თუმცა მე სხვა მაკარონი გამოვიყენე, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ვარსკვლავის ფორმის მცირე ზომის მაკარონი, რომელიც ძალიან მოუხდა სუპს.
- ამ კერძის მომზადებას ორი ეტაპი აქვს: ლობიოს ბურთულებისა და სუპის.
- პირველ რიგში მოვამზადოთ ბურთულები. ამისათვის ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ სამზარეულოს კომბაინში, დავუმატოთ ბურთულებისათვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ზეთის გარდა და ვაქციოთ ერთიან მასად.
- მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ზომის ბურთულები, დავაწყოთ საცხობ ქაღალდ ან ფოლგადაფენილ ფორმაზე, გადავუსვათ ზეთი და შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთი.
- სანამ ბურთულები გამოცხვება, მოვამზადოთ სუპი. ამისათვის ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო კი კუბიკებად დავჭრათ. ქვაბი გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ხახვი და სტაფილო, მოვთუშოთ. 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ ნიორი, 1 წუთის შემდეგ კი დავასხათ ღვინო, წამოვადუღოთ და ვადუღოთ დაახლოებით 4 წუთი, ღვინის რაოდენობა უნდა განახევრდეს.
- ამის შემდეგ დაუმატეთ წყალი და ქონდარი, აადუღეთ და ადუღეთ 10 წუთი თავსაფარმოხდილი.
- შემდეგ დაუმატეთ მაკარონი და ისპანახი, ცოტა მარილი, ადუღეთ 8 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
- სერვირებისას ჭურჭელში ჯერ მომზადებული ბურთულები ამოიღეთ, შემდეგ კი სუპი დაასხით.
გემრიელი “სამარხვო” სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!