1 0
თეთრი ღვინის სანგრია

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Nutritional information

205 კკალ.
კალორია
0.1 გ.
ცხიმი
0 მგ.
ქოლეს- ტეროლი
12 მგ.
სოდიუმი
17 გ.
ნახშირ- წყლები
0,7 გ.
ცილები
37 მგ.
კალციუმი
1 მგ.
რკინა
294 მგ.
კალიუმი

თეთრი ღვინის სანგრია

სანგრია ესპანური და პორტუგალიური წარმოშობის ალკოჰოლური სასმელია. მისი ისტორიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ტრადიციული სანგრია მზადდება შავი ღვინისგან, თუმცა დღეს არაკლასიკურ ვარიანტს, თეთრი ღვინის სანგრიას გთავაზობთ. მომზადება არის ძალიან, ძალიან მარტივი და თქვენგან სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ 10 წუთი. თუმცა ამის შემდეგ მაცივარში რამდენიმე საათით უნდა გააჩეროთ, რათა ციტრუსის არომატი კარგად შეერწყას ღვინოს.
სანგრია საზაფხულო სასმელი უფროა, მაგრამ ნებისმიერ სხვა სეზონზეც დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრებს.

  • 6 სთ. და 10 წთ.
  • Serves 8
  • Easy

Ingredients

Directions

Share
  1. პირველ რიგში მოამზადეთ შაქრის მარტივი სიროფი, ამისათვის პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება და სიროფი წამოდუღდება, 1-2 წუთი ადუღეთ, შემდეგ კი გააციეთ.
  2. კარგად გარეცხილი ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად, მოათავსეთ სასურველ მინის ჭურჭელში, დაამატეთ პიტნის ფოთლები, დაასხით ფორთოხლის წვენი, შაქრის სიროფი და ღვინო.
  3. კარგად ამოურიეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით.

არომატული და გემრიელი ალკოჰოლური სასმელი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაცია ერთ ნამცხვარში
next
ქათმის ფახიტასი
previous
ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაცია ერთ ნამცხვარში
next
ქათმის ფახიტასი