

კატლეტის: |
|
500 გ. მოხარშული კალმახი | |
2 ც. კვერცხი | |
1/4 ჩ.ჭ. (60 მლ) მაიონეზი | |
1 1/2 ჩ.ჭ. საფანელი "პანკო" | |
4 ღერი მწვანე ხახვი | |
1/2 ჩ.კ. ქინძის სუნელი | |
1/2 ჩ.კ. პაპრიკა | |
2 კბილი ნიორი | |
1/4 ჩ.კ, ორეგანო | |
1/4 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი) | |
1 ც. ლიმონი | |
გემოვნებით მარილი | |
გემოვნებით პილპილი | |
შესაწვავად ზეთი | |
სალათის: |
|
4 ც. კიტრი | |
1/4 კონა პიტნა | |
1/2. მწვანე მწარე წიწაკა | |
3 ს.კ. გაწურული მაწონი | |
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი | |
გემოვნებით მარილი |
თევზი რომ ძალიან სასარგებლოა ამაზე არავინ კამათობს, თუმცა საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის არც ისე საყვარელი პროდუქტია. განსაკუთრებით ცუდად ბავშვები მიირთმევენ ხოლმე. დღეს გაგიზიარებთ რეცეპტს, თევზის ისეთი კატლეტების მომსამზადებლად, რომელიც როგორც თევზის მოყვარულებს, ისე არამოყვარულებს, მოეწონებათ. კიტრისა და პიტნის სალათი გაწურული მაწვნის სოუსით, კიდევ უფრო განსხვავებულ და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. თევზის კატლეტები გამოდის ძალიან სურნელოვანი, არომატული, ნაზი სტრუქტურის და რაც მთავარია, უგემრიელესი. გირჩევთ, რომ აუცილებლად სცადოთ.
ამ კატლეტების მომზადება შეგიძლიათ ორაგულითაც.
ძალიან გემრიელი და არომატული თევზის კატლეტები კიტრისა და პიტნის სალათით მზადაა, გემრიელად მიირთვით!