ინგრედიენტები
-
1,5 კგ. მწვანე ბულგარული წიწაკა
-
2 თავი ხახვი
-
5 კბილი ნიორი
-
4 დიდი სტაფილო
-
2/3 ჩ.ჭ. ბრინჯი
-
3 ც. პომიდორი
-
6 ს.კ. ზეთი
-
1 პატარა კონა ქინძი
-
1 პატარა კონა ოხრახუში
-
1/2 კონა რეჰანი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
1/2 ჩ.კ. პაპრიკა
მომზადება
- ბულგარული წიწაკის კანი ცეცხლზე დაწვით. დიახ, დიახ უნდა დაწვათ, ეს ძალიან მარტივია, ცეცლზე უნდა გააჩეროთ 2-3 წთ. თითოეულ მხარეს. შემდეგ გააგრილეთ და დამწვარი კანი მოაშორეთ. შემდეგ წიწაკებს თავი მოაჭერით, ამოაცალეთ თესლები და წიწაკები მზადაა შიგთავსით ამოსავსებად.
- შიგთავსის მოსამზადებლად ბრინჯი მოხარშეთ, თუმცა არა ბოლომდე, ოდნავ უნდა აკლდეს მოხარშვა, რადგან შემდეგ ბოსტნეულს რომ შეერევა იქ დაასრულებს მომზადებას.
- ხახვი წვრილად, ნიორი კი მსვილად დაჭერით. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორს კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით.
- ტაფაზე დაასხით 5 ს.კ. ზეთი, გააცხელეთ და შემდეგ დაამატეთ ხახვი და სტაფილო, მოშუშეთ. დაახლოებით 5 წუთში დაუმატეთ ნიორი, კარგად ამოურიეთ. 1-2 წუთში დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი და კარგად აურიეთ.
- 5 წუთში დაუმატეთ პომიდორი და კვლავ კარგად აურიეთ.
- მწვანილი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ შიგთავს, მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა. კარგად აურიეთ და 2-3 წუთში შიგთავსიც მზადაა. (სუნელები პაპრიკის გარდა არ გამოვიყენე, რადგან მწვანილმა ისეთი საოცარი სურნელი დაატრიალა, არ მინდოდა ეს არომატები გადამეფარა).
- ბულგარული წიწაკები ამოავსეთ შიგთავსით. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და დაალაგეთ შიგთავსიანი წიწაკები. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წთ.
უგემრიელესი საზაფხულო ტოლმა მზადაა, გემრიელად მიირთვით!