ინგრედიენტები
-
200 გ. ფენოვანი ცომი
-
3 ც. ვაშლი
-
100 გ. ანუ 4 ს.კ. შაქარი
-
60 გ. მცენარეული კარაქი
-
50 გ. ნიგოზი
-
1 ჩ.კ. დარიჩინი
-
50 გ. ქიშმიში
მომზადება
- შტრუდელის შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლი გათალეთ და დაჭერით 1-2 სმ. სისქის კუბებად.
- ტაფაში მოათავსეთ შაქარი, ქიშმიში, ხელით ოდნავ დატეხილი ნიგოზი, ვაშლი და მოაყარეთ დარიჩინი, კარგად ამოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ, 2-3 წუთში დაუმატეთ კარაქი და კვლავ ამოურიეთ.
- როცა ვაშლის ნაჭრები ზომაში დაპატარავდება და სითხეც საკმაოდ შესქელდება მომზადებული მასა გადაიტანეთ საწურზე, რათა ზედმეტი სითხისგან დაიწუროს და გაცივდეს.
- ფენოვანი ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ 3-4 მმ.-ის სისქეზე, გაციებული შიგთავსი გაანაწილეთ ცომის შუაში, ისე როგორც ფოტოზეა.
- გადააფარეთ ჯერ ცომის ერთი მხარე და შეუკეცეთ გვერდები, შემდეგ მეორე მხარე და მოაჭერით გვერდებზე დარჩენილი ზედმეტი ცომი. კიდეები კარგად შეუკარით.
- გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე, ის მხარე სადაც გადააფარეთ გვერდები ქვემოთ მოაქციეთ.
- შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი.
მარტივი და გემრიელი ვაშლის შტრუდელი მზადაა, გემრიელად მიირთვით!