ინგრედიენტები
-
5 ც. კვერცხი
-
1,5 ჩ.ჭ. შაქარი
-
500 მლ. მაწონი
-
1/2 ჩ.ჭ. ზეთი
-
1 ჩ.კ. სოდა
-
2 გ. ვანილინი
-
4-4,5 ჩ.ჭ. ფქვილი
-
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
-
1/5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
-
5 ც. ვაშლი
-
4 ს.კ. ქიშმიში
-
50 გ. ნიგოზი
-
1 ც. ლიმონის ცედრა
-
2 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადება
- კვერცხი და შაქარი ერთად კარგად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ ჰაეროვანი, მოთეთრო მასა. შემდეგ დაუმატეთ მაწონი (მასში გახსნილი სოდით) და ზეთი, კვლავ ათქვიფეთ.
- შემდეგ დაუმატეთ ვანილინი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი (იგივე ჯავზი), ლიმონის წვენი და ცედრა, კარგად აურიეთ.
- ბოლოს ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით შეურიეთ, მიიღებთ საშუალო სისქის ცომს.
- ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაზე (გამოვიყენე დენის საცხობის ფორმა), მასზე გაანაწილეთ 2-3 სმ სისქის კუბებად დაჭრილი ვაშლი, მოაყარეთ ქიშმიში და ნიგოზი (მე ნიგოზი სანაყში დავნაყე, წმინდად არა, საშუალო ზომებად).
- შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 25-30 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, როცა მშრალი ამოვა, მზადაა.
მარტივი, არომატული და უგემრიელესი ვაშლის ნამცხვარი ქიშმიშითა და ნიგვზით მზადაა, გემრიელად მიირთვით! (არ დაგავიწყდეთ ფინჯანი ჩაის მოდუღება, რაც ძალიან უხდება).