ინგრედიენტები
-
1,5 ჩ.ჭ. ფქვილი
-
125 გ. ცივი მარგარინი
-
6 ს.კ. ცივი წყალი
-
1/2 ჩ.კ. მარილი
-
3 ც. დიდი ვაშლი
-
2 ჩ.ჭ. კურკაგამოცლილი ალუბალი
-
1/4 ჩ.ჭ. შაქარი
-
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
-
2,5 ს.კ. სიმინდის სახამებელი
მომზადება
ფორმა: 26-28 სმ. დიამეტრის
- ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი და აურიეთ. შემდეგ კი ჩაახეხეთ ცივი მარგარინი, ხელით აურიეთ და გააფხვიერეთ ფქვილი. დაუმატეთ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. შედეთ მაცივარში სანამ შიგთავსს მოამზადებთ.
- შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბებად, მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ალუბალი (გაყინული ალუბლის გამოყენების შემთხვევაში გაალღვეთ და წვენის გარეშე დაუმატეთ), შაქარი, დარიჩინი, სიმინდის სახამებელი და კარგად აურიეთ.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადაიტანეთ ტარტის ფორმაში, გვერდები ამოუწიეთ, გაანაწილეთ შიგთავსი. ცომის მეორე ნაწილი შეგიძლიათ ასევე თხლად გააბრტყელოთ და ისე გადააფაროთ, დასეროთ და ასე გამოაცხოთ, ან ისე გააფორმოთ როგორც ფოტოზეა.
- შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 35-45 წთ. სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს.
- გააციეთ დაახლოებით 30 წუთი და ისე მიირთვით.
ძალიან არომატული და გემრიელი ტარტი ვაშლითა და ალუბლით მზადაა, გემრიელად მიირთვით!