ინგრედიენტები
-
2 ც. მწიფე ავოკადო
-
3-4 ც. ჩერი პამიდორი
-
1/3 თავი წითელი ხახვი
-
1 ც. მწარე წიწაკა
-
1 ს.კ. ლაიმის წვენი
-
1/2 ჩ.კ. ზღვის მარილი
-
3-4 ღერი ქინძი
-
გემოვნებით პილპილი
-
ლავაშის ჩიფსებისთვის:
-
სომხური ლავაში
-
ზეთი
-
პაპრიკა
მომზადება
გუაკამოლეს მოსამზადებლად აუცილებელია რომ ავოკადო იყოს მწიფე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ ჩაჭყლიტავთ და არ გამოვა გუაკამოლე. მწიფე ავოკადო ოდნავ რბილი მაინც უნდა იყოს, შეარჩიეთ წაგრძელებული ფორმის ავოკადო, სისქე რომ თითქმის ერთი აქვს მთელ სიგრძეზე, ასეთს ძალიან პატარა კურკა აქვს და თანხას მხოლოდ კურკაში არ გადაიხდით.
- ავოკაცო გაჭერით, კოვზით ამოაცალეთ შიგთავსი და გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლაიმის წვენი და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
- ხახვი, წიწაკა და ქინძი წვრილად, პამიდორი (მხოლოდ რბილობი, თესლის გარეშე) კი პატარა კუბიკებად დაჭერით. დაუმატეთ ავოკადოს, მოაყარეთ პილპილი და აურიეთ. გუაკამოლე მზადაა.
- ჩიფსების მოსამზადებლად სომხური ლავაში სასურველი ზომის სამკუთხედებად დაჭერით, ზეთს შეურიეთ პაპრიკა და მიღებული მასა ფუნჯით წაუსვით ლავაშის სამკუთხედებს ორივე მხრიდან, შეგიძლიათ ჯერ წაუსვათ და შემდეგ დაჭრათ. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გაანაწილეთ ლავაშის სამკუთხედები.
- შედგით 190-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-12 წთ.
გუაკამოლე და სომხური ლავაშის ჩიფსები მზადაა, გემრიელად მიირთვით!