ინგრედიენტები
-
ცომისთვის:
-
150 გ. კარაქი
-
100 გ. შაქარი
-
3 ც. კვერცხი
-
1 გ. ვანილინი
-
200 გ. ფქვილი
-
1/5 ჩ.კ. სოდა
-
ასევე:
-
700 გ. გარგარი
-
200 გ. არაჟანი
-
2 ც. კვერცხის გული
-
50 გ. შაქარი
-
1 გ. ვანილინი
მომზადება
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი და ვანილინი.
- ფქვილს შეურიეთ სოდა და ჩააცერით კარაქიან მასას. ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად.
- გარგარი გაჭერით და გათალეთ (გამოიყენეთ მწიფე გარგრები, რადგან მათი გათლა უფრო მარტივია).
- არაჟანს შეათქვიფეთ შაქარი, კვერცხის გულები და ვანილინი.
- 28 სმ. დიამეტრის ფორმას წაუსვით ზეთი, მასზე გაანაწილეთ ცომი, მოაწყვეთ გარგრის ნაჭრები, ბოლოს კი არაჟნის მასა მოასხით.
- შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წთ.
ძალიან არომატული და გემრიელი ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!