0 0
გამომცხვარი (მექსიკური) კარტოფილი

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
1,5 კგ. კარტოფილი
2 ს.კ. ზეთი
1,5 ჩ.კ. პაპრიკა
1 სავსე ჩ.კ. ორეგანო
2/3 ჩ.კ. ბაზილიკი
2/3 ჩ.კ. ნივრის პუდრა
1 ჩ.კ. გამომშრალი ხახვი
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

გამომცხვარი (მექსიკური) კარტოფილი

გამომცხვარი კარტოფილი, ჩვენთან ცნობილი როგორც "მექსიკური" კარტოფილი, რომელი კაფისა თუ რესტორნის მენიუში აღარ შეგხვდებათ, უამრავი ადამიანისთვის საყვარელი კერძია. მეც საკმაოდ ხშირად ვამზადებ, თუ სტუმრებს ველოდები, მენიუს აუცილებელი კომპონენტია და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
კანიანად გამომცხვარი კარტოფილი ბევრად ნაკლებ ცხიმს საჭიროებს, ვიდრე შემწვარი კარტოფილი და ასევე შეიცავს საკვებ ბოჭკოს (უჯრედისს), 200 გრამი კარტოფილი - 4 გ-ს, ეს გახლავთ დღიური ნორმის 10-15%. საკვებ ბოჭკოზე უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო სტატიას გაგიზიარებთ, ახლა კი გადავიდეთ მომზადების პროცესზე.

  • 1 სთ.
  • პორცია 4
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება
  • სახეხით კარგად გარეცხილი და გამშრალებული კარტოფილი გავჭრათ სიგრძეზე, თითოეული ნაწილი კი დავჭრათ დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
  • სანელებლები ერთ თასში შევურიოთ ერთმანეთს.
  • ე.წ. ფოლგა ან საცხობი ქაღალდი დავაფინოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე, მასზე გავანაწილოთ კარტოფილის ნაჭრები, მოვაყაროთ სანელებლების ნახევარი, ავურიოთ და მოვაყაროთ მეორე ნახევარიც, ავურიოთ, მოვასხათ ზეთი, კვლავ ავურიოთ და თანაბრად გავანაწილოთ ფორმის ზედაპირზე.
  • შევდგათ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 40 წთ.

მარტივი, ნაკლებად კალორიული და ძალიან გემრიელი გამომცხვარი კარტოფილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მიირთვით საყვარელ სოუსთან ერთად, ესეც ორი გემრიელი ვარიანტი:

“საიდუმლო” სოუსის რეცეპტი

ძაძიკის სოუსი

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
ბერლინური დონატები
წინა
ბერლინური დონატები
error: საავტორო უფლებები დაცულია!!