• Home
  • სადილი
  • გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით
0 0

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
4 საშუალო ზომის კარტოფილი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
1-2 ჩ.კ. ორეგანო
ძაძიკის სოუსი
250 მლ ანუ 1 ჩ.ჭ. გაწურული მაწონი
2 კბილი ნიორი
1/2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ნახევარი კიტრი
1-2 ს.კ. ლიმონის წვენი
1/2 ჩ.კ. შაქარი
გემოვნებით მარილი
ასევე:
2 საშუალო ზომის პომიდორი
150 გ. კურკაგამოცლილი ზეთისხილი
1/2 კონა ოხრახუში
40 გ. ფეტა

გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით

დღევანდელი რეცეპტი, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტის პრინციპებზეა დაყრდნობილი, არის უნაკლო. კვებითი ღირებულება და გემო, ორივე შეუდარებელია. ძაძიკის სოუსი არის ის სოუსი, რომელიც ყველა კერძს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს სძენს, მათ შორის გამომცხვარ კარტოფილს. ამ ყველაფერს დამატებული პომიდორი, ზეთისხილი, ოხრახუში და ყველი ფეტა, გემოების ნამდვილ ზეიმს ქმნის. ეს კერძი ჩემთვის იდეალურია და გირჩევთ რომ აუცილებლად სცადოთ, მითუმეტეს თუ ცდილობთ რომ თქვენი კვების რაციონი ჯანსაღი და გემრიელი გახადოთ.

  • 70 წთ.
  • Serves 4
  • Medium

Ingredients

  • ძაძიკის სოუსი

  • ასევე:

Directions

Share
  • კარტოფილი სახეხით კარგად გარეცხეთ რათა ზედმეტი მტვერი და ჭუჭყი მოაშოროთ. გაამშრალეთ და ჩანგლით ყველა მხრიდან რამდენიმეგან დაჩხვლიტეთ.
  • მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ხელით კარგად გადაანაწილეთ კარტოფილის მთელ ზედაპირზე.
  • დააწყეთ გამოსაცხობ ფორმაზე და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ დაახლოებით 1 საათი. როცა ჩანგალი რბილად ჩავა კარტოფილში, მზადაა.
  • სანამ კარტოფილი გამოცხვება მოამზადეთ ძაძიკის სოუსი და ზემოდან მოსაყრელი ინგრედიენტები – პომიდორი საშუალო ზომის კუბებად, ზეთისხილი,  თხელ რგოლებად, ოხრახუში კი საშუალო სისქეზე დაჭერით.
  •  250 მლ გაწურული მაწონი გამოდის 400 მლ ჩვეულებრივი მაწონისგან, მაწონი უნდა მოათავსოთ საწურზე ან რამდენიმე ფენა მარლაში და ასე გააჩეროთ რამდენიმე საათი, უმჯობესია თუ მთელ ღამეს გააჩერებთ.
  • ძაძიკის სოუსი: ნახევარი კიტრი გაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული, რადგან ზედმეტი სითხე არ გვჭირდება. წვრილ სახეხზე გახეხეთ, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, რათა ზედმეტი სითხისგან დაიწრიტოს. ნიორი წვრილად დაჭერით. გაწურულ მაწონს დაუმატეთ გახეხილი კიტრი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, შაქარი, ლიმონის წვენი და მარილი. კარგად ამოურიეთ და ცოტახნით შედგით საყინულეში, დაახლოებით 15-20 წთ.
  • გამომცხვარი კარტოფილი ჩაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით შიგთავსი ფრთხილად ამოიღეთ და გადაიტანეთ ჯამში. შეეცადეთ კარტოფილის ფორმა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ.
  • კარტოფილის გულს დაუმატეთ ორეგანო, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ.
  • მიღებული მასით კვლავ ამოავსეთ კარტოფილის “ქურქი”, ზემოდან გაანაწილეთ ძაძიკის სოუსი და დაჭრილი ინგრედიენტები, მოაყარეთ ფეტაც (ბერძნული ყველი).

ჯანსაღი და უგემრიელესი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი
next
ქათამი თეთრი ღვინისა და დიჟონის მდოგვის სოუსში
previous
ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი
next
ქათამი თეთრი ღვინისა და დიჟონის მდოგვის სოუსში