ინგრედიენტები
-
15 პატარა ზომის კარტოფილი
-
100 გ. კარაქი
-
180 გ. ჩედარი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით ორეგანო
მომზადება
ამ რეცეპტში შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაუმატოთ სხვადასხვა სანელებელი, ბეკონი, მწვანე ხახვი ან რაც გენებოთ.
- კარტოფილი ძალიან კარგად გარეცხეთ, გამოიყენეთ ხორკ-
ლიან ზედაპირიანი ღრუბელი, რათა კანი კარგად გასუფთავდეს. - გარეცხილი კარტოფილი გააშრეთ და დასერეთ, ისე, რომ ძირი არ გაჭრათ.
- მოაყარეთ მარილი, ორეგანო და 3-4 ადგილას ჩაუდეთ თხლად დაჭრილი ჩედარი და კარაქი. ჩედარის ნაჭრები თავზე დასადებადაც შეინახეთ,
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, წაუსვით ზეთი და დაალაგეთ კარტოფილები. ზემოდან გადააფარეთ ასევე ფოლგა და შედგით 240 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 30 წუთის გასვლის შემდეგ ფოლგა მოხსენით, კარტოფილებს დაალაგეთ დარჩენილი ჩედარის ნაჭრები და კვლავ აცხვეთ იქამდე სანამ კარტოფილი არ მომზადდება.
მარტივი და გემრიელი კერძი წვეულებისთვის მზადაა, გემრიელად მიირთვით!