ინგრედიენტები
-
4 ც. ვაშლი
-
2 ც. კომში
-
1/2 ჩ.ჭ. წყალი
-
შიგთავსისთვის:
-
1/2 ჩ.ჭ. შვრია
-
2 ს.კ. გოგრის თესლი
-
2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
-
2 ს.კ. ქიშმიში
-
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
-
2 გ. ვანილინი
-
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
მწიკვი მარილი
მომზადება
შიგთავსის შემადგენლობაში შეზღუდულები არ ხართ, შეგიძლიათ დაამატოთ თხილეული, სხვადასხვა ჩირი და ყველა ის კომპონენტი რაც გიყვართ და მომზადების მომენტისთვის მოგეპოვებათ სახლში.
- ვაშლებს ძალიან თხლად მოაჭერით თავი, კოვზის ან დანის დახმარებით ამოაცალეთ გულის დაახლოებით მესამედი, ისე რომ ვაშლის რბილობისაგან ერთგვარი თასი მიიღოთ. კომში გაჭერით სიგრძეზე და მასშიც შექმენით “თასი”.
- შიგთავსის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში და კარგად აურიეთ.
- ამ შიგთავსით ამოავსეთ ვაშლისა და კომშის “თასები”.
- ვაშლი და კომში გადაიტანეთ გამოსაცხობ ღრმა ფორმაში, ჩაასხით წყალი ხილის გვერდით. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30-40 წთ. ცხობის დრო დამოკიდებულია როგორც ვაშლის სახეობაზე ასევე თქვენს ღუმელზე. კომშს უფრო დიდი დრო დასჭირდება.
უგემრიელესი და საოცარი არომატის მქონე დესერტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!