ინგრედიენტები
-
1 ჩ.ჭ. ბულგური
-
3 ჩ.ჭ. წყალი
-
2 ც. სტაფილო
-
1 თავი ხახვი
-
2 კბილი ნიორი
-
2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
-
200 გ. მწვანე ბარდა
-
150 გ. სიმინდის მარცვლები
-
2/3 ჩ.კ. ქინძის სუნელი
-
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
გემოვნებით მარილი
-
გემოვნებით პილპილი
-
გემოვნებით წითელი წიწაკა
მომზადება
- ბულგური გარეცხეთ, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, როცა ადუღდება დაუწიეთ და ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი. სითხეს თითქმის სრულად შეიწოვს. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა დარჩენილი მცირე რაოდენობით წყალიც ბოლომდე შეიწოვოს.
- ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო და ბულგარული წიწაკა კი კუბებად დაჭერით. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაამატეთ ხახვი, ნიორი და სტაფილო, მოშუშეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაუმატეთ ბულგარული წიწაკა და 1-2 წთ გააჩრეთ ცეცხლზე.
- შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ბულგური, მწვანე ბარდა და სიმინდის მარცვლები (მე დაკონსერვებული გამოვიყენე), მოაყარეთ დაფქული ქინძი, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა და კარგად ამოურიეთ. 2 წთ-ში გადმოდგით ცეცხლიდან.
მარტივი და გემრიელი სამარხვო კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!