• Home
  • სადილი
  • ბულგურის სალათი ბოსტნეულით, ნიგვზითა და ფეტათი
0 0
ბულგურის სალათი ბოსტნეულით, ნიგვზითა და ფეტათი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
1 ჩ.ჭ. ბულგური
3 ჩ.ჭ. წყალი
2 ც. კიტრი
300 გ. ჩერი პომიდორი
130 გ. ფეტა
1/3 ჩ.ჭ. მოხალული ნიგოზი
8 ღერი მწვანე ხახვი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1/3 კონა ოხრახუში
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

ბულგურის სალათი ბოსტნეულით, ნიგვზითა და ფეტათი

ბოლო პერიოდიში ვცდილობ უფრო ჯანსაღად ვიკვებო და ბლოგიც სასარგებლო და ჯანსაღი კერძების რეცეპტებით გავამრავალფეროვნო. ბულგურით მომზადებული კერძის პირველ რეცეპტს გთავაზობთ, ამიტომ ჯერ რამდენიმე სიტყვას გეტყვით მის შესახებ. ბულგური მცირედ დამუშავებული და ნახევრად მოხარშული ხორბალია, რომელსაც ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებული აქვს. ბულგურის სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია, სადაც მრავალი კერძის შემადგენელ ინგრედიენტს წარმოადგენს. (დღევანდელი სალათიც სწორედ ამ სტილშია მომზადებული). ბულგური კვებითი ღირებულებებით საკმაოდ მდიდარი პროდუქტია, ის შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ბოჭკოს, ფოლატებს, ვიტამინ B6-ს, ნიაცინს, მანგანუმს, მაგნიუმსა და რკინას. მისი შემადგენლობა უზრუნველყოფს გულის ჯანმრთელობას, გლუკოზის დაბალანსებულ შემცველობას სისხლში, გეხმარებათ საჭმლის მონელებაში, ასევე გეხმარებათ წონის კლებასა და მის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებაში. ამ ყველაფერს განაპირობებს ბულგურში არსებული საკვები ბოჭკო.
მოკლე მიმოხილვის შემდეგ, სალათის აღწერაზე გადავალ. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად, არის უგემრიელესი, განსაკუთრებით უხდება მოხალული ნიგოზი. მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ნათელია, თუ რაოდენ ჯანსაღი და სასარგებლო კერძია.

  • 40 წთ.
  • Serves 10
  • Easy

Ingredients

Directions

Share
  • ბულგური გარეცხეთ, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე, როცა ადუღდება დაუწიეთ და ხარშეთ დაახლოებით 15-20 წუთი. სითხეს თითქმის სრულად შეიწოვს. შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა დარჩენილი მცირე რაოდენობით წყალიც ბოლომდე შეიწოვოს.
  • ამასობაში მოამზადეთ ბოსტენული, კიტრი გათალეთ და კუბიკებად დაჭერით, ჩერი კი შუაზე ან 4-ად გაჭერით, დამოკიდებულია მის ზომაზე.
  • სოუსის მოსამზადებლად ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახი და ოხრახუში, ასევე მარილი და პილპილი, კარგად აურეით.
  • გაციებულ ბულგურს დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, ფეტას კუბიკები, დატეხილი ნიგოზი და მოასხით სოუსი. კარგად აურიეთ და სალათიც მზადაა.

ჯანსაღი შეიძლება იყოს ძალიან გემრიელიც, ჩართეთ მარცვლეული და ბევრი ბოსტნეული თქვენს კვებით რაციონში. საინტერესო და გემრიელი იდეები ჩემს ბლოგზე დაგხვდებათ.

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
უგემრიელესი ხვეულები ჭარხლის ფოთლითა და ყველით
next
ყავის ორცხობილები
previous
უგემრიელესი ხვეულები ჭარხლის ფოთლითა და ყველით
next
ყავის ორცხობილები