ინგრედიენტები
-
250 გ. საქონლის ხორცის ფარში
-
2 ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი
-
1 ჩ.ჭ. ბრინჯი
-
200 გ. პომიდორი
-
2 თავი ხახვი
-
5 კბილი ნიორი
-
3 ს.კ. ზეთი
-
2 ჩ.ჭ. წყალი
-
1 კონა ოხრახუში
-
1 კონა რეჰანი
-
1 ჩ.კ. უცხო სუნელი
-
1 ჩ.კ. ქინძის სუნელი
-
1 ჩ.კ, სვანური მარილი
-
გემოვნებით დაღერღილი წიწაკა
-
გემოვნებით მარილი
მომზადება
- ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე მოშუშეთ 3-4 წთ. შემდეგ დაამატეთ 1 სმ სისქის ნაწრებად დაჭრილი ბადრიჯანი და კარგად აურიეთ.
- როცა ბადრიჯანი ფერს შეიცვლის და ცოტა მოიბრაწება, დაუმატეთ ფარში და კვლავ კარგად აურიეთ.
- ფარში რომ სრულად გაყავისფერდება, დაუმატეთ 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი და ბრინჯი, დაასხით წყალი და კარგად ამოურიეთ. როცა ადუღდება, დაუწიეთ და ადუღეთ იქამდე სანამ კერძი წყალს მთლიანად არ შეიწოვს და ბრინჯიც არ ჩიხარშება.
- ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, სუნელები და მარილი,კარგად ამოურიეთ და 1-2 წთ-ში გადმოდგით ცეცხლიდან.
მარტივი და ძალიან გემრიელი კერძი მზადაა, გემრილად მიირთვით!