ინგრედიენტები
-
2 ც. დიდი კვერცხი
-
300 გ. რძიანი შოკოლადი
-
200 გ. შაქარი
-
100 გ. ფქვილი
-
25 გ. კაკაო
-
140 გ. კარაქი
-
1/2 ჩ.კ. მარილი
-
2 გ. ვანილინი
მომზადება
ფორმა: 23X23 სმ.
- გაადნეთ კარაქი (გადმოდგით ცეცხლიდან), დაუმატეთ შაქარი და ხელის სათქვეფით ოდნავ ათქვიფეთ.
- დაუმატეთ კვერცხი და ვანილინი, კვლავ ათქვიფეთ დაახლოებით 1 წთ.
- შემდეგ დაუმატეთ 120 გ. გამდნარი შოკოლადი (დარჩენილი გადაინახეთ), კვლავ ათქვიფეთ იქამდე სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ( დიდხანს თქვეფა არაა საჭირო, 30-60 წმ. საკმარისია).
- ჩააცერით ფქვილი და კაკაო, დაუმატეთ მარილი და სილიკონის ნიჩბით აურიეთ.
- მიღებულ ცომს დაუმატეთ კუბებად დაჭრილი დარჩენილი შოკოლადი, ამოურიეთ და გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში. მოასწორეთ ზედაპირი და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 30 წთ.
- გამომცხვარი ბრაუნი 30 წთ გააჩერეთ ფორმაში.
- მიირთვით ნაყინთან ერთად.
უგემრიელესი დესერტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!