Ingredients
-
სიროფისთვის:
-
1 ჩ.ჭ. შაქარი
-
1 ჩ.ჭ. წყალი
-
2 ც. დიდი ატამი
-
ასევე დაგჭირდებათ:
-
1,5 ლ. მდუღარე წყალი
-
3 პაკეტი ჩაი
Directions
- სიროფის მოსამზადებლად, ატამი თხლად დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ შაქარი და წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ამოურიეთ, წამოადუღეთ და ადუღეთ 2-3 წთ.
- ატმები ოდნავ ჩაჭყლიტეთ, გააგრილეთ სიროფი დაახლოებით 30 წუთი.
- შემდეგ საწურზე გადაწურეთ.
- მდუღარე წყალში მოათავსეთ ჩაის პაკეტები, მოურიეთ და გააჩერეთ 5 წთ. შემდეგ ჩაის პაკეტები ამოიღეთ. ჩაი გააციეთ.
- გაციებულ ჩაის დაუმატეთ გაციებული ატმის სიროფი, მოურიეთ და კვლავ შედგით მაცივარში რამდენიმე საათით გასაციებლად.
არომატული ცივი ჩაი მზადაა, გემრიელად მიირთვით!