1 0
ანანასის ტორტი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
ბისკვიტი:
6 ც. (ოთახის ტემპერატურის) კვერცხი
180 გ. შაქარი
156 გ. ფქვილი
36 გ. სიმინდის სახამებელი
2 გ. ვანილინი
მწიკვი მარილი
კრემი:
400 მლ. რძე
4 კვერცხის გული
100 გ. შაქარი
60 გ. ფქვილი
50 გ. კარაქი
1 ლიმონის ცედრა
2 გ. ვანილინი
ბეზე:
4 კვერცხის ცილა
100 გ. შაქარი
მწიკვი მარილი
2 გ. ვანილინი
ასევე დაგჭირდებათ:
1 ქილა (800 გ.) დაკონსერვებული ანანასი

ანანასის ტორტი

უკვე დიდი ხანია არაფერი დამიდია ბლოგზე, თუმცა ამის მიუხედავად გასახარი რეიტინგი აქვს ბლოგს და უდიდეს მადლობას გიხდით ამისათვის. დღევანდელი რეცეპტი პრინციპში ახალი არაა, რადგან ამ ბისკვიტის რეცეპტი უკვე დევს ბლოგზე და ეს კრემიც ტარტში გამოვიყენე და ესეც უკვე გაგიზიარეთ, თუმცა ახლა მინდა ეს კომბინაცია შემოგთავაზოთ, რომელსაც დამატებული აქვს ანანასი და ბეზე. შედეგი, დამიჯერეთ, ძალიან მოგეწონებათ. მიიღებთ არომატულ, უგემრიელეს ტორტს კარგად დანამული ჰაეროვანი ბისკვიტით.

  • 3 სთ.
  • Serves 12
  • Medium

Ingredients

  • ბისკვიტი:

  • კრემი:

  • ბეზე:

  • ასევე დაგჭირდებათ:

Directions

Share
  1. ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ, გულებს შაქრის ნახევარი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ კრემისებური, ღია ყვითელი მასა.
  2. ცილას დაუმატეთ მწიკვი მარილი და დაბალი სიჩქარით დაიწყეთ თქვეფა, როცა აქაფდება, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ვანილინი, კვლავ დაბალი სიჩქარით თქვიფეთ, როცა შაქარი გაიხსნება, ნელ-ნელა მოუმატეთ სიჩქარეს. უნდა მიიღოთ მყარი ბეზე, ისეთი ჯამის ამობრუნებისას რომ არ იძვრის.
  3. ბეზეს დაუმატეთ გოგლიმოგლი და ფრთხილად შეურიეთ სილიკონის ნიჩბით, ზემოდან ქვემოთ ფრთხილად ურიეთ.
  4. ფქვილი და სახამებელი შეურიეთ ერთმანეთს და 4-ჯერ გაცერით, ეს აუცილებელი ეტაპია, არ დაიზაროთ.
  5. შემდეგ რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები კვერცხიან მასას და კვლავ ფრთხილად შეურიეთ, იმავე მიმართულების მოძრაობით – ზემოდან ქვემოთ.
  6. 20 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმას ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცოტა ზეთი მხოლოდ ძირზე (გაფრთხილება! გამოიყენეთ მაღალი ფორმა, ან ორ ნაწილად გამოაცხეთ ბისკვიტი. მე 18 სმ. დიამეტრის ფორმა გამოვიყენე).
  7. როცა ცომს გადაიტანთ ფორმაში, ფორმა რამდენჯერმე “დაარტყით” მაგიდაზე, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები ამოვიდეს.
  8. შემდეგ შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ ზედა-ქვედა წვით 40-50 წთ. ხის წკირით შეამოაწმეთ, როცა მშრალი ამოვა მზადაა. რადგან ყველა საცხობი განსხვავებულია, შეიძლება უფრო ნაკლები ან მეტი დრო დასჭირდეს, თუმცა 25 წთ-ზე ადრე საცხობის კარს ნუ გამოაღებთ.
  9. გამომცხვარი ბისკვიტი რამდენიმე წუთი გააჩერეთ ფორმაში, შემდეგ კი გადმოიღეთ ფორმიდან, მოაცალეთ საცხობი ქაღალდი და ბოლომდე გააციეთ.
  10. კრემის მოსამზადებლად კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ლიმონის ცედრა მოათავსეთ ქვაბში, კარგად აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ სანამ მასა არ გასქელდება და წამოდუღდება. როცა წამოდუღდება, კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე და განაგრძეთ მორევა დაახლოებით 3-4 წთ.
  11. შემდეგ კი გადმოდგით, დაუმატეთ ვანილი და კარაქი, კვლავ კარგად აურიეთ. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეკრობოდეს. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  12. ბისკვიტი გაჭერით სამ თანაბარ ნაწილად. პირველი ფენა დანამეთ ანანასის წვენით, წაუსვით კრემი და მოაწყვეთ ანანასის ნაჭრები, ცოტა კრემი კვლავ გადაუსვით, მეორე ფენაც დანამეთ და დანამული მხრიდან დაადეთ პირველ ფენას, მეორე მხრიდანაც დანამეთ და წაუსვით კრემი, მასაც მოაწყვეთ ანანასის ნაჭრები, შემდეგ კი ბოლო ფენა დანამეთ და დაადეთ მეორე ფენას. მას დარჩენილი კრემი წაუსვით.
  13. ბეზეს მოსამზადებლად კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის) მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, როცა აქაფდება ნელ-ნელა დაბალი სიჩქარით შეათქვიფეთ შაქარი, შემდეგ კი სიჩქარეს მოუმატეთ. დაუმატეთ ვანილინიც და განაგრძეთ თქვეფა. ბეზე მზადაა, როცა მიქსერის ამოღებისას  ბეზე “თავს იმაგრებს” და არ ვარდება ძირს, ჯამის ამოტრიალებისას არ იძვრება.
  14. ტორტს თავზე და გვერდებზე წაუსვით ბეზე, მოაწყვეთ ანანასის ნაჭრები.
  15. ტორტი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.

ანანასის უგემრიელესი ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

previous
ენერგიის ბურთულები (ვარიანტი #2 )
next
ქათმის სალათა ნიგვზითა და ყურძნით
previous
ენერგიის ბურთულები (ვარიანტი #2 )
next
ქათმის სალათა ნიგვზითა და ყურძნით