ინგრედიენტები
-
300 გ. სიმინდის სახამებელი
-
200 გ. ფქვილი
-
2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
-
1/2 ჩ.კ. სოდა
-
1 ლიმონის ცედრა
-
200 გ. ოთახის ტემპერატურის კარაქი
-
150 გ. შაქარი
-
2 გ. ვანილინი
-
3 ც. კვერცხის გული
-
500 გ. მოხარშული შესქელებული რძე
-
100 გ. ქოქოსის ფანტელი
მომზადება
- ფქვილი და სახამებელი გაცერით, დაუმატეთ სოდა და გამაფხვიერებელი კარგად ამოურიეთ.
- ლიმონის კანი, მხოლოდ ყვითელი ნაწილი წვრილად გახეხეთ.
- კარაქი კარგად გათქვიფეთ შაქართან და ლიმონის ცედრასთან ერთად. შემდეგ კი სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები, ბოლოს ვანილინი.
- კარაქიან მასას შეურიეთ გაცრილი ფქვილი & სახამებელი. მოზილეთ ცომი, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედეთ მაცივარში 1 საათით.
- შემდეგ გამოიღეთ, გააბრტყელეთ 3-4 მმ.-ის სისქეზე და ამოჭერით სასურველი ზომის რგოლები.
- გადაიტანეთ კარაქწასმულ საცხობ ტაფაზე და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 10-12 წუთი.
- ცხელივე ფრთხილად, დანის დახმარებით გადმოიღეთ საცხობი ტაფიდან და გააციეთ.
- გაციებულ ორცხობილას წაუსვით მოხარშული შესქელებული რძე, დაადეთ მეორე ორცხობილა, ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში.
ძალიან გემრიელი არგენტინული ალფახორები მზადაა, გემრიელად მიირთვით!