ჰუმუსი მწვანე ბარდით

ჰუმუსი იდეალური არჩევანია ჯანსაღი და ნოყიერი წახემსებისთვის. შეგიძლიათ მიირთვათ საყვარელ ბოსტნეულთან ერთად, გამოიყენოთ სედვიჩებში. ბლოგზე ჰუმუსის რამდენიმე რეცეპტი დევს, როგორც კლასიკური ვარიანტი, ასევე საინტერესო დანამატებით. დღესაც განსხვავებულ ვარიაციას გთავაზობთ, რომელსაც გამორჩეულ ფერსა და გემოს ბონდუელის მწვანე ბარდა ანიჭებს.
სანამ უშუალოდ მომზადების პროცესზე მოგიყვებით, მინდა გითხრათ რომ დღევანდელი რეცეპტის პარტნიორია კვლავ ბონდუელი- ფრანგული ბრენდი ❣
🍃💯ექსპერტი ბოსტნეულის მოყვანისა და გადამუშავების სფეროში.👌💛
🎉💚✔️პროდუქტები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია გემრიელი, სასარგებლო და მრავალფეროვანი კერძების სწრაფად მომზადება.🍲🍝🌮😋✔️💚
ბონდუელი – 🖖🕓 4 საათი მინდვრიდან ქილამდე 🥫👍💛
ჰუმუსი მწვანე ბარდით
Course: წასახემსებელიDifficulty: მარტივი10
minutesინგრედიენტები
1 ჭიქა მწვანე ბარდა
1 ¼ ჭიქა ქინძი
1 ჭიქა მუხუდო (მოხარშული ან დაკონსერვებული)
2 ს.კ. ტაჰინი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი (+ სერვირებისთვის 1 ს.კ.)
¾ ჩ.კ. მარილი
¼ ჩ.კ. პილპილი
მომზადების ინსტრუქცია
- ჰუმუსის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში ან ძლიერ ბლენდერში და აქციეთ ერთიან მასად.
- სერვირებისას ზემოდან მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მზესუმზირის თესლი.
გემრიელად მიირთვით!