ყაბაყის როლები ქათმითა და ბოსტნეულით (ვიდეო)

მარტივი, სწრაფი, ეფექტური და ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტი მაქვს დღეს თქვენთვის. მის მოსამზადებლად სულ რაღაც 6 ინგრედიენტი დაგრჭირდებათ და დამიჯერეთ, დიდ მოწონებას დაიმსახურებს თქვენს ოჯახში.
ყაბაყის როლები ქათმითა და ბოსტნეულით (ვიდეო)
Difficulty: მარტივიულუფა
4
ულუფამომზადების დრო
40
minutesინგრედიენტები
450 გ. ყაბაყი
1 ჭიქა ლობიო (უკვე მოხარშული)
1 ჭიქა სიმინდის მარცვლები
2 ჭიქა პომიდვრის სოუსი
2 ც. ქათმის ფილე (მოხარშული)
80 გ. გაუდა
მომზადების ინსტრუქცია
- თასში შეურიეთ პატარა ზომებად დანაწევრებული ქათმის ფილე, ლობიო, სიმინდი და 1 ჭიქა პომიდვრის სოუსი.
- საცხობი ფორმის ძირზე გაანაწილეთ ½ ჭიქა პომიდვრის სოუსი.
- ყაბაყი სიგრძეზე დაჭერით 2 მმ სისქის ნაჭრებად (გირჩევთ გამოიყენოთ ბოსტნეულის სათლელი).
- ყაბაყის 2-3 ნაჭერი მოათავსეთ სამზარეულოს ზედაპაირზე, დაადეთ 2 ს.კ. მომზადებული შიგთავსი, გადაახვიეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. გაიმეორეთ ეს საფეხური შიგთავსის დასრულებამდე.
- როლებს ზემოდან მოასხით დარჩენილი ½ ჭიქა სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!