ფოკაჩა ზეთისხილით

დიდი ხანია თქვენთვის პურის ახალი რეცეპტი არ გამიზიარებია. დღეს კი მოგიტანეთ უგემრიელესი, უფაფუკესი და უფუმფულესი ფოკაჩას რეცეპტი, რომელსაც კიდევ უფრო განსაკუთრებულ გემოს სძენს ბონდუელის შავი ზეთისხილი. ფოკაჩა იტალიური სამზარეულოს წარმომადგენელია. ის შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სხვადასხვა კერძთან, ასევე გამოიყენოთ სენდვიჩებისთვის.
შეგახსენებთ რომ ბონდუელი არის ფრანგული ბრენდი, 🍃💯ექსპერტი ბოსტნეულის მოყვანისა და გადამუშავების სფეროში.👌💛 ბონდუელის მიერ წარმოებული ბოსტნეული მინდვრიდან ქილამდე გადის სულ რაღაც 4 საათს 👌🥫
🎉💚✔️პროდუქტები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია გემრიელი, სასარგებლო და მრავალფეროვანი კერძების სწრაფად მომზადება.🍲🍝🌮😋✔️💚
👩🍳მე დღეს კვლავ გამოვიყენე ჩემი საყვარელი ზეთისხილი,რომელიც ასევე უგემრიელესი დანამატია ღვინოსთან და ყველთან. 🍷🧀🙌
ფოკაჩა ზეთისხილით
Cuisine: იტალიურიDifficulty: მარტივი10
პერსონისთვის2
hours30
minutesინგრედიენტები
- პურისთვის:
2,5 ჩ.კ. საფუარი
1 ს.კ. თაფლი
1 ჭიქა თბილი წყალი
3 ჭიქა ფქვილი
¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. მარილი
- ასევე:
4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა ზეთისხილი
3 ს.კ. როზმარინი
მარილი
მომზადების ინსტრუქცია
- დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ საფუარი, თაფლი და თბილი წყალი, გააჩერეთ თბილ ადგილას 15 წუთით.
- 15 წუთის გასვლის შემდეგ, როცა საფუარი გააქტიურდება, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და ფქვილის ნაწილი, დაიწყეთ ცომის მოზელვა და თან ამატეთ ფქვილი.
- მომზადებული ცომს მიეცით გუნდის ფორმა, მოათავსეთ ზეთწასმულ თასში, ცომს ზემოდანაც გადაუსვით ზეთი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათით. ცომი მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.
- აფუებული ცომი გადმოიტანეთ საცხობ ფორმაზე რომელსაც უნდა დაუფინოთ საცხობი ქაღალდი, თითების დახმარებით ცომის მთელ ზედაპირზე გააკეთეთ პატარა ჩაღრმავებები.
- გაანაწილეთ ზეთისხილები და როზმარინი, მოასხით ზეითუნის ზეთი. ბოლოს მოაყარეთ მარილი.
- გამოცხობამდე ცომი დაასვენეთ 20-30 წუთით.
გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-18 წუთი.
გემრიელად მიირთვით!