სამარხვო ბურიტო (ვიდეო რეცეპტი)

დღეს მინდა გაგიზიაროთ საკმაოდ ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძის – ბურიტოს სამარხვო ვარიანტი.
სამარხვო ბურიტო (ვიდეო რეცეპტი)
Cuisine: მექსიკურიDifficulty: საშუალოულუფა
6
პერსონისთვისმომზადების დრო
30
minutesინგრედიენტები
- გუაკამოლესთვის:
2 მწიფე ავოკადო
3-4 ც. ჩერი პომიდორი
1/3 თავი წითელი წიწაკა
1/3 მწარე წიწაკა
1 ს.კ. ლაიმის წვენი
3-4 ღერი ქინძი
1/2 ჩ.კ. მარილი
პილპილი გემოვნებით
- ტორტიასთვის
3 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1/3 ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.ჭ. თბილი წყალი
- ბურიტოსთვის
3 ჭიქა მოხარშული ყავისფერი ბრინჯი
6 ც. ტორტია
1 ჭიქა სალსა
1 ჭიქა გუაკამოლე
150 გ. სალათის ფურცლები
400 გ. მოხარშული ლობიო
400 გ. სიმინდი
1/2 კონა ქინძი
2 ც. მწვანე ხახვი
2 ჩ.კ. ლაიმის წვენი
1 ჩ.კ. ქუმინი
1 ჩ.კ. პაპრიკა
მარილი & პილპილი გემოვნებით
მომზადების ინსტრუქცია
- გუაკამოლე: ავოკადო გაჭერით, კოვზით ამოაცალეთ შიგთავსი და გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხით ლაიმის წვენი და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
ხახვი, წიწაკა და ქინძი წვრილად, პამიდორი (მხოლოდ რბილობი, თესლის გარეშე) კი პატარა კუბიკებად დაჭერით. დაუმატეთ ავოკადოს, მოაყარეთ პილპილი და აურიეთ. გუაკამოლე მზადაა. - ტორტია: ფქვილი მოათავსეთ მოზრდილ თასში, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებლი, აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ზეთი და თბილი წყალი. მოზილეთ ცომი. გაყავით 8 თანაბარ ნაწილად, თითოეულ ნაწილს მიეცით გუნდის ფორმა. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დაასვენეთ 15 წუთი. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 2-3 მმ-ის სისქეზე. გამოაცხვეთ გაცხელებულ ტაფაზე ორივე მზრიდან, თითოეულ მხარეს დასჭირდება 30-60 წამი.
- ლობიო და სიმინდის მარცვლები მოათავსეთ თასში, დაუმატეთ სანელებლები, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი, მოასხით ლაიმის წვენი და კარგად ამოურიეთ.
- ტორტია მოვათავსოთ თეფშზე. ტორტიას ცენტრში მოვათავსოთ ბრინჯი, დაუმატეთ ლობიოსა და სიმინდის ნარევი, შემდეგ სალსა, სალათის ფურცლები და გუაკამოლე.
- გადაუკეცეთ გვერდები და შეახვიეთ ვიდეოში ნაჩვენები ტექნიკის მიხედვით.
გემრიელად მიირთვით!