შოკოლადის ჩიზქეიქი

დღეს ისეთი კარგი რეცეპტი მაქვს თქვენთვის ჩიზქეიქის მოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგახარებთ. უმარტივესად მზადდება და უუგემრიელესია. აუცილებლად სცადეთ .
შოკოლადის ჩიზქეიქი
Course: დესერტიDifficulty: მარტივიულუფა
8
ულუფამომზადების დრო
1
hour30
minutesფორმა: 26-28 სმ დიამეტრის
ინგრედიენტები
150 გ. დაფხვნილი ორცხობილა
1/3 ჩ.ჭ. კაკაო
2 ს.კ. შაქარი
75 გ. გამდნარი კარაქი
700 გ. კრემ-ყველი
400 გ. შესქელებული რძე
3 კვერცხი
1 ჩ.კ. ვანილი
3 ს.კ. ფქვილი
170 გ. გამდნარი შოკოლადი
მომზადების ინსტრუქცია
- დაფხვნილი ორცხობილა, კაკაო, შაქარი და გამდნარი კარაქი შეურიეთ ერთმანეთს, მიღებული მასა გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე და შედგით მაცივარში შიგთავსის მომზადებამდე. თასში ათქვიფეთ კრემ-ყველი, კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, ნელ-ნელა, რამდენიმე ეტაპად შეაქთვიფეთ შესქელებული რძე, შემდეგ კი სათითაოდ კვერცხი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით აქციეთ ერთიან მასად. მომზადებული შიგთავსი გადაიტანეთ საცხვობ ფორმაში და შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ დაახლოები 1 საათი.
- თასში ათქვიფეთ კრემ-ყველი, კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, ნელ-ნელა, რამდენიმე ეტაპად, შეაქთვიფეთ შესქელებული რძე, შემდეგ კი სათითაოდ კვერცხი. ბოლოს დაუმატეთ ვანილი და ფქვილი, ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით აქციეთ ერთიან მასად.
- მომზადებული შიგთავსის ნახევარი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, მოასხით გამდნარი შოკოლადის ნახევარი, ხის წკირით გააკეთეთ წრიული მოძრაობები (იხილეთ ვიდეო), შემდეგ კი მოასხით შიგთავსის დარჩენილი ნაწილი და შოკოლადის მეორე ნახევარი, კვლავ გააკეთეთ წრიული მოძრაობები.
- ჩიზქეიქი შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხეთ დაახლოები 1 საათი. გამომცხვარი ჩიზქეიქი 1 საათით დაასვენეთ და შემდეგ მიირთვით.
გემრიელად მიირთვით!