• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • Home
  • ვიდეო რეცეპტები
  • პიცა პეპერონი

პიცა პეპერონი

გამოქვეყნდა Feb 26, 2021
ავტორი მედეა ჩუბინიძე
Categories:
  • ვიდეო რეცეპტები
  • ცომეული
გადადი რეცეპტზედაბეჭდე რეცეპტი

დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიცის რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ. ბოლო პერიოდში პიცა ძალიან შემიყვარდა და სახლშიც ძალიან ხშირად ვამზადებ. რეცეპტი მართლაც უმარტივესია. ვიდეო რეცეპტში კი ყველაფერი დეტალურადაა ნაჩვენები, იმისათვის, რომ უფრო გაგიმარტივდეთ მოზმადების პროცესის აღქმა <3

პიცა პეპერონი
Pin
Print

პიცა პეპერონი

Recipe by მედეა ჩუბინიძეCuisine: იტალიურიDifficulty: მარტივი
ულუფა

4

პიცა
მომზადების დრო

2

hours 

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • 3,5 – 4 ჩ.ჭ. ფქვილი

  • 1 + 1/3 ჩ.ჭ. თბილი წყალი

  • 2 ჩ.კ. საფუარი

  • 1 ჩ.კ. შაქარი

  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

  • 1 ჩ.კ. მარილი

  • სოუსისთვის:
  • 3 ც. საშუალო ზომის პომიდორი (კანგაცლილი)

  • 2 კბილი ნიორი

  • 1 ს.კ. ტომატპასტა

  • 1 ჩ.კ. ბაზილიკი

  • 1 ჩ.კ. ორეგანო

  • 1/2 ჩ.კ. პაპრიკა

  • დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

  • მარილი & პილპილი გემოვნებით

  • ასევე:
  • 450 – 600 გ. მოცარელა

  • 150 – 200 გ. პეპერონი

  • 2 ჩ.კ. ორეგანო

მომზადების ინსტრუქცია

  • ცომის მოსამზადებლად, ცხელ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 15 წთ იმისათვის რომ საფუარი გააქტიურდეს.
  • ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი, ზილეთ დაახლოებით 8-10 წთ.
  • ბოლოს შეაზილეთ ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ რბილი, ელასტიური ცომი. ცომს გადაუსვით 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1 – 1,5 საათით.
  • სოუსი – კანგაცლილი პომიდორი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ტომატ-პასტა, სანელებლები, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ რამდენიმე წუთი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  • აფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გაყავით სამ ან ოთხს თანაბარ ნაწილად (იმის მიხედვით რამდენად თხელი პიცა გიყვართ, მე ოთხ ნაწილად გაყოფილი უფრო მომწონს <3 ), თითოეული მათგანი გააბრტყელეთ 30 სმ დიამეტრზე, გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, წაუსვით 2 ს.კ. სოუსი, მოაყარეთ 150 გ. გახეხილი მოცარელა, მოაწყვეთ პეპერონის ნაჭრები, მოაყარეთ 1/2 ჩ.კ. ორეგანო.
    * ცომის დარჩენილ გუნდებს ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ გამოცხვობამდე, იმისათვის რომ ზედაპირი არ გამოუშრეს.
  • შედგით 220-250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 10 წუთი.

    გემრიელად მიირთვით!

ვიდეო რეცეპტი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • სუში (ვიდეო რეცეპტი)
    სუში (ვიდეო რეცეპტი)
  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
    ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
  • სამფენიანი ხაჭოს პასკა (ვიდეო)
    სამფენიანი ხაჭოს პასკა (ვიდეო)
  • ჩინური ტორტი ატმითა და ბანანით
    ჩინური ტორტი ატმითა და ბანანით
  • იტალიური პანეტონე (ვიდეო)
    იტალიური პანეტონე (ვიდეო)
  • ჯინჯერის ჩაი - საოცრად ეფექტური გაციების საწინააღმდეგო ჩაი
    ჯინჯერის ჩაი - საოცრად ეფექტური გაციების საწინააღმდეგო ჩაი
  • თურქული ბაზლამა
    თურქული ბაზლამა
  • სამარხვო ბურიტო (ვიდეო რეცეპტი)
    სამარხვო ბურიტო (ვიდეო რეცეპტი)

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020