ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)

ჯინჯერის ორცხობილები
სირთულე: მარტივიეს საყვარელი ორცხობილები საახალწლო განწყობას შეგიქმნით. მარტივი და სახალისო მოსამზადებელია, კეთების პროცესში შეგიძლიათ მთელი ოჯახი ჩართოთ, განსაკუთრებულად მოხატვისა და გაფორმების ეტაპით ისიამოვნებთ.
ინგრედიენტები
- ორცხობილებისთვის:
150 გ. ოთახის ტემპერატურის კარაქი
150 გ. ყავისფერი შაქარი
200 გ. თაფლი
1 დიდი კვერცხი
3,5 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. ვანილი
1 ს.კ. ჯინჯერი
1 ს.კ. დარიჩინი
1/2 ჩ.კ. მიხაკი
- მინანქრისთვის:
180 გ. შაქრის პუდრა
1/2 ჩ.კ. ვანილი
2 ს.კ. ცივი წყალი
მომზადების ინსტრუქცია
- კარაქი ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე, დაუმატეთ შაქარი და თაფლი და კვლავ კარგად ათქვიფეთ, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი და ვანილი.
- ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა და სანელებლები. კარგად აურიეთ და დაუმატეთ კარაქიან მასას, მოზილეთ ცომი.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად, დაასვენეთ მაცივარში მინიმუმ 3 სთ. მაქსიმუმ კი 3 დღე.
- ცომი გააბრტყელეთ 3-4 მმ სისქეზე, ამოჭერით სასურველი ფორმები, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე რომელსაც წინასწარ საცხობი ქაღალდი უნდა დაუფინოთ და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 7-9 წთ.
- მინანქრის მოსამზადებლად მისი ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს. შეგიძლიათ სასურველი ფერები დაუმატოთ და ასე გაახალისოთ, თუმცა ჩემთვის თეთრიც ძალიან ლამაზია.
- გაციებული ორცხობილები მორთეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.
გემრიელად მიირთვით! ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!