• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • ვიდეო რეცეპტები
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)

სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)

გამოქვეყნდა ნოე 21, 2020
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • ვიდეო რეცეპტები
  • პური
გადადი რეცეპტზედაბეჭდე რეცეპტი

დღეს მინდა გავაგრძელო პურის რეცეპტების სერია და შემოგთავაზოთ ბეიგელების რეცეპტი.

ბეიგელები სხვადასხვა გემრიელი შიგთავსით ბოლო რამდენიმე წელია რაც ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ პოპულარულია. გასული საუკუნის დასაწყისში კი მან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკაში, რასაც დღემდე ინარჩუნებს. ვიდეოს მომზადების პროცესში გავეცანი ბეიგელების მოკლე ისტორიას და როგორც გავიგე, მისი წარმოშობა უკავშირდება პოლონეთს, კერძოდ პოლონეთის ებრაელ საზოგადოებას.

სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
Pin
დაბეჭდვა

სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)

ავტორი მედეა ჩუბინიძეკატეგორია: ლანჩისამზარეულო: ამერიკული, ებრაული, პოლონურისირთულე: საშუალო
ულუფა

8

ბეიგელი
მომზადების დრო

3

საათი 

ინგრედიენტები

  • ბეიგელებისთვის
  • 4-5 ჩ.ჭ. ფქვილი (მე გამოვიყენე “ლა ფამილიას” ცეხვილი)

  • 1.5 ჩ.ჭ. თბილი წყალი

  • 2 + 1/4 ჩ.კ. საფუარი

  • 4 ს.კ. ყავისფერი შაქარი

  • 1 ს.კ. მარილი

  • 15 გ. გამდნარი კარაქი

  • 1 ჩ.კ. სოდა

  • 1 კვერცხი

  • 3-4 ს.კ. სიმინდის ფქვილი

  • სეზამის მარცვლები

  • სენდვიჩის ასაწყობად
  • კრემ-ყველი

  • შებოლილი ორაგული

  • კიტრი

  • ავოკადო

  • კამა

მომზადების ინსტრუქცია

  • ბეიგელების მოსამზადებლად 1/4 ჩ.ჭ. თბილ წყალში გახსენით საფუარი, ზემოდან მოაყარეთ 1/2 ჩ.კ. შაქარი და გააჩერეთ თბილ ადგილას იქამდე, სანამ საფუარი არ გააქტიურდება.
  • დარჩენილი თბილი წყალი (1 +1/4 ჩ.ჭ.) მოათავსეთ დიდ თასში, დაუმატეთ 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი, გაფუებული საფუვრიანი მასა, 2 ჩ.ჭ. ფქვილი და მარილი, დაიწყეთ ცომის მოზელვა, ფქვილი ნელ-ნელა დაამატეთ (ჩემს შემთხვევაში 4 ჩ.ჭ. ფქვილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა). ზილეთ ცომი 7-10 წუთი, უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა.
    მომზადებული ცომის გუნდა მოათავსეთ თასში, ზემოდან და გვერდებზე გადაუსვით გამდნარი, გაგრილებული კარაქი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და თბილ ადგილას გააჩერეთ ასაფუებლად იქამდე, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება.
  • აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ზემოდანაც ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და გადაზილეთ. გაყავით 8 თანაბარ ნაწილად.
  • თითოეული გუნდისგან გააკეთეთ “ბეჭდები”, შიდა კიდეებს შორის მანძილი 4-5 სმ უნდა იყოს, რადგან ბეიგელების კედლები მომზადებისას მიუახლოვდება ერთმანეთს და თუ საკმარის დაშორებას არ გააკეთებთ, მიეწებება (უყურეთ ვიდეოს უკეთ აღსაქმელად).
  • ადუღებულ წყალს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და სოდა, მოურიეთ. მოათავსეთ ბეიგელი (თუ დიდ ქვაბს იყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოათავსეთ 2 ან 3 ბეიგელი ერთად). თითოეულ მხარეს გააჩერეთ 35 წმ.
    ბეიგელები გადმოიტანეთ სიმინდის ფქვილმოყრილ ზედაპირზე, რათა ზედმეთი წყლისგან დაიწრიტოს.
  • საცხობ ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ ბეიგელები, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთი.
  • გამომცხვარი ბეიგელები გაჭერით შუაზე, წაუსვით კრემ-ყველი, მოასწყვეთ კიტრის და ავოკადოს თხელი ნაჭრები, დაადეთ ორაგული და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, დაადეთ ბეიგელის ზედა ნაწილი და უგემრიელესი სენდვიჩიც მზადაა.

    გემრიელად მიირთვით!

ვიდეო რეცეპტი

– WPZOOM

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტახმელთაშუაზღვისპირეთის დიეტა
  • ქორნდოგები - ვიდეო რეცეპტიქორნდოგები - ვიდეო რეცეპტი
  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
  • ჯინჯერის ჩაი - საოცრად ეფექტური გაციების საწინააღმდეგო ჩაიჯინჯერის ჩაი - საოცრად ეფექტური გაციების საწინააღმდეგო ჩაი
  • ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)
  • ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსითტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით
  • ქათმის ფილე გაწურული მაწვნისა და ავოკადოს სოუსით | ვიდეო რეცეპტიქათმის ფილე გაწურული მაწვნისა და ავოკადოს სოუსით |…
  • ტირამისუ (ვიდეო რეცეპტი)ტირამისუ (ვიდეო რეცეპტი)

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • გლინტვეინი - არომატული ღვინოგლინტვეინი – არომატული ღვინო
  • უგემრიელესი ნამცხვარი "პრაღა"უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”
  • ფუმფულა და უგემრიელესი ფუნთუშებიფუმფულა და უგემრიელესი ფუნთუშები

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020