ლაბნეს ჩიზქეიქი თხილეულის მიქსით (ვიდეო)

დღეს უნდა გაგიზიაროთ არაჩვეულებრივი რეცეპტი – უმარტივესი და უგემრიელესი. თხილეულის მიქსის ფენის მომზადების პროცესშივე მიხვდებით რა საოცრებას აკეთებთ ისეთს სურნელს დაატრიალებს. ჩიზქეიქის ყველა კომპონენტი ძალიან უხდება ერთმანეთს, განსაკუთრებულად სასიამოვნო ბალანს სიტკბოსთან და თხილეულის მსუყე გემოსთან ლაბნეს მომჟავო არომატი ქმნის. ისეთი დესერტია ყველასთან რომ თამამად მოიწონებთ თავს, ამიტომ, გირჩევთ, სცადეთ და ისიამოვნეთ.
ლაბნეს ჩიზქეიქი თხილეულის მიქსით
სირთულე: მარტივიულუფა
8
პერსონისთვისმომზადების დრო
20
წუთიინგრედიენტები
- თხილეულის ფენისთვის
375 გ. თხილეულის მიქსი
150 გ. ფინიკის ჩირი (კურკაგამოცლილი)
1/2 ჩ.კ. ვანილი
75 გ. გამდნარი კარაქი
- ლაბნეს ფენა
550 გ. კრემ-ყველი ლაბნე
75 მლ. თაფლი
1 გ. ვანილი
მომზადების ინსტრუქცია
- თხილეულის ფენა: მე გამოვიყენე ნუში, ფისტაშკები და თხილი.
თხილეული მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში და დააქუცმაცეთ, ქვიშის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. შემდეგ კი დაუმატეთ ფინიკი, ვანილი და გამდნარი კარაქი. კვლავ ჩართეთ კომბაინი და ეს ყველა ინგრედიენტი აქციეთ ერთგვაროვან მასად. - ფორმას რომელსაც გვერდები ეხსნება (დაახლოებით 22-23 სმ. დიაეტრის) ძირზე სულ ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით და მომზადებული თხილეულის მასა გაანაწილეთ.
ფორმა მოათავსეთ მაცივარში შიგთავსის მომზადებამდე. - შიგთავსის მომზადებისთვის ლაბნეს ზედმეტი სითხე გადაუწურეთ, მოათავსეთ თასში, დაუმატეთ თაფლი და ვანილი, ათქვიფეთ. დიდხანს თქვეფა არაა საჭირო, მთავარია ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს და ერთგვაროვანი, კრემისებური მასა მიიღოთ.
- მომზადებული შიგთავსი გაანაწილეთ თხილეულის ფენაზე. ჩიზქეიქი შედგით მაცივარში 8 საათით.
გემრიელად მიირთვით!