შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)

შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
Course: დესერტები, ვიდეო რეცეპტებიDifficulty: საშუალოულუფა
8
პერსონისთვისმომზადების დრო
1
hour30
minutesინგრედიენტები
- ბისკვიტისთვის:
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1/4 ჩ.ჭ. კაკაო
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
4 კვერცხი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
30 გ. გამდნარი კარაქი
- კრემისთვის:
4 კვერცხის გული
100 გ. შაქარი
40 გ. ფქვილი
1 ლიმონის ცედრა
2 გ. ვანილი
400 მლ. რძე
- შოკოლადის მინანქრისთვის:
150 გ. შოკოლადი
2 ს.კ. ნაღები 33-35%
1 ს.კ. რძე
1 ს.კ. შაქრის პუდრა
მომზადების ინსტრუქცია
- ბისკვიტი: ფქვილი, კაკაო, მარილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ ერთმანეთს. ცალკე ჯამში კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, როცა სქელ, მოთეთრო ფერის მასას მიიღებთ დაუმატეთ გამნდარი კარაქი და კვლავ ათქვიფეთ, ბოლოს კი დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით აქციეთ ერთიან მასად.
- საცხობ ფორმაზე (23X33 სმ) დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გაანაწილეთ ცომი მთელს ზედაპირზე. შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 10-11 წთ. გამომცხვარი ბისკვიტი ცხელივე გადმოიტანეთ შაქრის პუდრა მოფრქვეულ ჩაის ტილოზე, მოაცილეთ საცხობი ქაღალდი და ჩაის ტილოსთან ერთად რულეტივით გადაახვიეთ. ასე გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- კრემის მოსამზადებლად კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ლიმონის ცედრა მოათავსეთ ქვაბში, ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად, შემდეგ კი 3-4 ეტაპად შეათქვიფეთ რძე, ბოლოს კი დაუმატეთ ვანილი. დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, ადუღეთ 2-3 წთ (მორევა ამ პერიოდშიც არ შეწყვიტოთ). კრემი გადმოიტანეთ სხვა ჭურჭელში, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი ისე რომ კრემის ზედაპირს ეხებოდეს და ასე გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- გაგრილებულ ბისკვიტს წაუსვით კრემი, მოაწყვეთ ბანანის თხელი ნაჭრები და კვლავ გადაახვიეთ. შედგით მაცივარში მინანქრის მომზადებამდე.
მინანქრის მოსამზადებლად შოკოლადი და ნაღები გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, რომ გადნება გადმოდგით და დაუმატეთ რძე და შაქრის პუდრა, კარგად მოურიეთ. მინანქარი შეაგრილეთ და შემდეგ მოასხით რულეტს.
გემრიელად მიირთვით!