საზამთროს ლიმონათი

ძალიან მიყვარს სახლში მომზადებული ლიმონათები, ჩემთვის ბევრად უფრო არომატულია. საზამთროს ლიმონათი პირველად მოვამზადე და ასევე პირველად გავსინჯე, ძალიან სასიამოვნო გემო აქვს. როგორც ნახავთ მომზადება უმარტივესია და ნამდვილად ღირს რომ სცადოთ. მშვენიერი არჩევანია წვეულებისთვის, პიკნიკის ან უბრალოდ ყოველდღიურად გემრიელი გაგრილებისთვის.
საზამთროს ლიმონათი
Course: სასმელებიDifficulty: მარტივიულუფა
6
პერსონისთვისმომზადების დრო
1
hourინგრედიენტები
4 ჩ.ჭ. დაჭრილი საზამთრო
7 ჩ.ჭ. (1750 მლ) წყალი
1,5 ჩ.ჭ. შაქარი
8 ც. ლიმონის წვენი
ყინულები
მომზადების ინსტრუქცია
- შაქარი და წყალი მოათავსეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე, პერიოდულად მოურიეთ, როცა შაქარი გაიხსნება და წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
- საზამთრო დააბლენდერეთ.
- დიდ ჭურჭელში მოათავსეთ დაბლენდერებული საზამთრო, მომზადებული სიროფი და ლიმონის წვენი, დაუმატეთ ყინულები, კარგად მოურიეთ და ლიმონათიც მზადაა.
გემრიელად მიირთვით!