შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით

ეს ტორტი რამდენიმე თვის წინ მოვამზადე ჩემი მეუღლის დაბადების დღისთვის. არის განსხვავებული და ძალიან გემრიელი. ბისკვიტი მართლაც საოცარია, ძალიან ნოტიო, ჰაეროვანი, ფაფუკი, კაკაოს სასიამოვნო არომატით. კრემი კი მძიმე, მსუყე, მიწისთხილის კარაქის მდიდარი არომატით. ბისკვიტისა და კრემის კომბინაცია დაბალანსებული და გამორჩეულ გემოს ქმნის.
შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
სირთულე: რთული12
პერსონისთვის3
საათიინგრედიენტები
- ბისკვიტისთვის:
2 ჩ.ჭ. (ანუ 400 გ) შაქარი
1+3/4 ჩ.ჭ. (ანუ 230 გ) ფქვილი (გაცრილი)
3/4 ჩ.ჭ. (ანუ 85 გ) კაკაო (გაცრილი)
2+1/4 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.ჭ. (240 მლ) რძე
1/2 ჩ.ჭ. (120 მლ) ზეთი
1 ჩ.კ. ვანილი
2 დიდი კვერცხი
1 ჩ.ჭ. (240 მლ) ცხელი წყალი
- კრემისთვის:
900 გ. შაქრის პუდრა (წინასწარ გაცრილი)
350 გ. მიწისთხილის კარაქი
450 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
100 მლ-მდე რძე
- განაშისთვის:
90 გ. შოკოლადი
80 მლ. 33-35%-იანი ნაღები
მომზადების ინსტრუქცია
- ბისკვიტის მოსამზადებლად ფქვილი, კაკაო, შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა დიდ ჯამში ერთმანეთს შევურიოთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ კვერცხი, რძე, ზეთი და ვანილი. ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით და ვაქციოთ ერთიან მასად.
- ათქვეფილი მასა დავუმატოთ მშრალ ინგრედიენტებს და ხელის სათქვეფით შევურიოთ, როცა სრულად შეერევა და ერთგვაროვანი გახდება, რამდენიმე ეტაპად დავუმატოთ ცხელი წყალი, თან ხელის სათქვეფით ფრთხილად ვურიოთ, რომ სრულად შეერიოს წყალი ცომს. (წყლის დამატება მნიშვნელოვანი ეტაპია, ეს განაპირობებს კაკაოს მძაფრ არომატს). ცომი იქნება საკმაოდ ცხელი, როგორსაც ხედავთ ვიდეოშიც, არ შეშინდეთ, ასეთი უნდა იყოს.
- 20 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმას ძირზე წაუსვით ზეთი და დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი ფორმაში და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 45-60 წთ, ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
გამომცხვარი ბისკვიტი გადმოიტანეთ ცხაურზე, მოაშორეთ ქაღალდი და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. - კრემის მოსამზადებლად ოთახის ტემპერატურის კარაქი და მიწისთხილის კარაქი მოათავსეთ დიდ ჯამში და რამდენიმე წუთი თქვიფეთ დაბალი სიჩქარით, შემდეგ კი მაღალი სიჩქარით, როცა კარგად შეერევა კარაქი და მიწისთხილის კარაქი, დაუმატეთ შაქრის პუდრის ნახევარი და დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ. როცა კარგად შეერევა შაქრის პუდრა, დაუმატეთ დარჩენილი ნაწილიც. კვლავ ათქვიფეთ. თუ კრემი ძალიან გასქელდა, ჯერ დაუმატეთ 2 ს.კ. რძე და განაგრძეთ თქვეფა. რძის რაოდენობა განსაზღვრეთ კრემის სისქიდან გამომდინარე.
- ბისკვირის თითოეულ ფენას წაუსვით კრემი და ააწყვეთ ტორტი. (გაითვალისწინეთ რომ ბისკვიტი არის ძალიან ნაზი, ამიტომ ფრთხილად უნდა მოეპყრათ). თავზე და გვერდებზე რომ შემოლესავთ ტორტს შედგით მაცივარში იქამდე, სანამ განაშს მოამზადებთ. (ცოტაოდენი კრემი მოიტოვეთ მოსართავად)
- შოკოლადი და ნაღები მოათავსეთ პატარა თასში და დადგით ორთქლის აბაზანაზე (წყალი თასს არ უნდა ეხებოდეს), შოკოლადი რომ გადნება, გადმოდგით, მოურიეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- განაში მოასხით ტორტს, შედგით კვლავ მაცივარში 10 წუთით. ბოლოს კი ტორტი მორთეთ დარჩენილი კრემით.
განსხვავებული და ძალიან გემრიელი ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!