• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • Home
  • ვიდეო რეცეპტები
  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)

ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)

გამოქვეყნდა May 20, 2020
ავტორი მედეა ჩუბინიძე
Categories:
  • ვიდეო რეცეპტები
  • სადილი
  • ხორცის კერძები
გადადი რეცეპტზედაბეჭდე რეცეპტი

დღეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძის რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ. ეს გახლავთ უგემრიელესი ბერძნული გირო, რომელიც fast food-ს მიეკუთვნება, თუმცა გემო არ აქვს მთლად ჯანქ საკვების. ძაძიკის სოუსის წყალობით უფრო მსუბუქი გემო აქვს, რის გამოც მიყვარს ძალიან. ვფიქრობ ერთხელ მაინც თუ გაგისინჯავთ, გულგრილს არ დაგტოვებდათ.

გიროს ერთი რეცეპტი უკვე არის ბლოგზე, ღორის ხორცით მომზადებულის და ის ვარიანტიც არის უგემრიელესი, დღეს კი ვიდეო რეცეპტში ქათმით მომზადებულს გაგიზიარებთ.

ამ პოსტში ასევე გასწავლით კიდევ ერთი ბერძნული გემრიელობის მომზადებას, ეს არის სკეპასტი. მისი და გიროს შემადგენლობა გარკვეულად თანხვდება ერთმანეთს, თუმცა ორივეს აქვს განსხვავებული გემო და დამოუკიდებლად ორივე უგემრიელესია.

ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
Pin
Print

ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)

Recipe by მედეა ჩუბინიძეCourse: FastFoodCuisine: ბერძნულიDifficulty: საშუალო
ულუფა

8

პერსონისთვის
მომზადების დრო

2

hours 

უგემრიელესი ბერძნული გირო და სკეპასტი.

ინგრედიენტები

  • პური პიტა

  • ძაძიკის სოუსი

  • 1 კგ. ქათმის ფილე

  • 2-3 პომიდორი

  • 1 თავი ხახვი

  • 1,5 კგ. კარტოფილი

  • მარინადისთვის:
  • 1/3 ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი

  • 6 კბილი ნიორი

  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი

  • 2 ჩ.კ. ორეგანო

  • თითო-თითო ჩ.კ. ქუმინი, ბაზილიკი, გამომშრალი ხახვი, შაქარი, მარილი

  • 1/2 ჩ.კ. პილპილი

  • 1/2 ჩ.კ. პაპრიკა

  • სკეპასტისთვის დამატებით:
  • ბეკონი (შემწვარი)

  • 1/2 ჩ.ჭ. მაიონეზი

  • 2 ს.კ. კეტჩუპი

  • 1/2 ჩ.კ. ვორჩესტერის სოუსი

  • გემოვნებით ცხარე სოუსი

მომზადების ინსტრუქცია

  • პიტას რეცეპტი იხილეთ აქ –> https://bit.ly/2ZjXBqc
    ძაძიკის სოუსის რეცეპტი იხილეთ აქ –> https://bit.ly/2Tlq0sj
  • ქათმის ფილე დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად (მარინადი რომ უკეთ გაუჯდეს), მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყაროთ სანელებლები, მარილი, შაქარი და პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კარგად ამოვურიოთ. გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და გავაჩეროთ მაცივარში დასამარინადებლად მინიმუმ 1 სთ. უმჯობესია მთელი ღამით.
  • გათლილი კარტოფილი დავჭრათ 1/2 სმ სისქის ნაჭრებად. დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ გადავუწუროთ წყალი, გადმოვიტანოთ ჩაის ტილოზე და შევაშროთ.
    შევწვათ კარგად გაცხელებულ ბევრ ზეთში, საშუალოდ დაბალ ცეცხლზე, დასჭირდება დაახლოებით 8-12 წთ.
    მომზადებული ამოვიღოთ სამზარეულოს ხელსახოცზე და ცხელსვე მოვაყაროთ მარილი.
  • დამარინადებული ქათმის ნაჭრები შევწვათ გრილის ან ჩვეულებრივ ტაფაზე, თითოეულ მხარეს დასჭირდება მაქსიმუმ 3-4 წთ.
  • გიროს ასაწყობად პიტაზე მოათავსეთ ძაძიკის სოუსი, ხორცი, კარტოფილი ფრი, პომიდვრისა და ხახვის ნაჭრები, გადმოუკეცეთ გვერდები და მზადაა. (იხილეთ ვიდეო)
    გირო შეგიძლიათ თეფშზეც ააწყოთ, როგორც ვიდეოში და ფოტოზეა ნაჩვენები.
  • სკეპასტისთვის სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს. პიტას პირველ ფენას წაუსვით სოუსი, მოაწყვეთ ხორცი, ბეკონი და ფრი, პიტას მეორე ფენასაც წაუსვით სოუსი და ამ მხრიდან მოათავსეთ სკეპასტის თავზე.

    უგემრიელესი ბერძნული გირო და სკეპასტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
    გამოიწერეთ ბლოგის YouTube არხი იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეო რეცეპტები.

ვიდეო რეცეპტი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • ქათმის ფილე გაწურული მაწვნისა და ავოკადოს სოუსით | ვიდეო რეცეპტი
    ქათმის ფილე გაწურული მაწვნისა და ავოკადოს სოუსით |…
  • ქათმის მსუბუქი სალათი
    ქათმის მსუბუქი სალათი
  • ბერძნული პიტა
    ბერძნული პიტა
  • ქათმის სალათი
    ქათმის სალათი
  • სუში (ვიდეო რეცეპტი)
    სუში (ვიდეო რეცეპტი)
  • ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
    ქათმის ღვეზელი - უგემრიელესია
  • ოსპის ბერძნული სალათი
    ოსპის ბერძნული სალათი
  • ქათამი უნგრულად - Paprikash
    ქათამი უნგრულად - Paprikash

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020