თურქული ბაზლამა

ბერძნულ პიტასთან ერთად ვიდეო რეცეპტში თურქული ბაზლამას მომზადებაც გაგიზიარეთ. ეს ორივე პური ერთი სტილისაა, თუმცა გემო და სტრუქტურა განსხვავებულია. ბაზლამა უფრო ფუმფულაა და ცოტა მომჟავო გემო აქვს, რაც ვფიქრობ რომ მაწვნის დამსახურებაა.
თურქული ბაზლამა
Course: ვიდეო რეცეპტები, პურიCuisine: თურქულიDifficulty: მარტივიულუფა
10
პერსონისთვისმომზადების დრო
2
hoursინგრედიენტები
3 + 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
1 + 1/4 ჩ.ჭ. თბილი წყალი
3/4 ჩ.ჭ. მაწონი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. მარილი
2 + 1/4 ჩ.კ. საფუარი
1 ს.კ. შაქარი
მომზადების ინსტრუქცია
- თბილი წყალი, შაქარი და საფუარი მოვათავსოთ ჯამში, კარგად ავურიოთ, გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას 10-15 წთ იმისათვის რომ საფუარი გააქტიურდეს.
- საფუარი რომ გააქტირდება, დავუმატოთ მაწონი, ზეითუნის ზეთი, მარილი და ფქვილი. მოვზილოთ რბილი ცომი. თუ ზელვის დროს ცომი ხელზე ძალიან გეკრობათ, დაუმატეთ ფქვილი ნახევარ ჩაის ჭიქამდე, ჯერ დაუმატეთ 1 ს.კ. გადაზილეთ და ასე დაუმატეთ იქამდე რომ ცომი აღარ გეწებებოდეთ ხელზე. ცომს გადაუსვით ზეთი. გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 40-60 წუთი.
- აფუებული ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ოდნავ გადავზილოთ და გავყოთ 10 თანაბარ ადგილას. თითოეულს მივცეთ გუნდის ფორმა. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავასვენოთ 10-15 წუთი.
- თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ ნახევარი სანტიმეტრის სისქეზე და გადავიტანოთ გაცხელებულ ტაფაზე. ვაცხობთ ორივე მხრიდან, დასჭირდება დაახლოებით 3-4 წთ.
- ბაზლამას შეგიძლიათ გადაუსვათ ზეითუნის ზეთისა და სასურველი მწვანილის ნარევი.
გემრიელად მიირთვით!
ვიდეო რეცეპტი
რჩევები:
- გაციებული ბაზლამა შეახვიეთ ჩაის ტილოში და ასე შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, იმისათვის რომ არ გამოშრეს და სასიამოვნო, ფაფუკი სტრუქტურა შეინარჩუნოს.