• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • ვიდეო რეცეპტები
  • მარმარილოს კექსი

მარმარილოს კექსი

გამოქვეყნდა სექ 14, 2017
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • ვიდეო რეცეპტები
  • ნამცხვრები

რადგან კექსები ბლოგზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, დღეს კიდევ ერთი მარტივი და გემრიელი კექსის რეცეპტი მოგიტანეთ. ეს ნამცხვარი, ასე ვთქვათ, “ზებრას” ბიძაშვილია, მას ძალიან გავს და პატარა დეტალით განსხვავდება. მომზადება ძალიან მარტივია და თუ ცხობის დროს არ ჩავთვლით, მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდება. კექსი გამოდის ძალიან რბილი და გემრიელი, კაკაოს არომატი სასიამოვნოდ იგრძნობა. მართალია ჯერ კიდევ ცხელა, მაგრამ უკვე შემოდგომაა და მალე ჩაის სეზონი მოვა, კექსები კი უფრო აქტუალური გახდება, ამიტომ შეინახეთ ეს რეცეპტი.

P1190944 (Large)

დაგჭირდებათ:

  • 3 დიდი კვერცხი (ოთახის ტემპერატურის)
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 125 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
  • 2 გ. ვანილინი
  • 1 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1/4 ჩ.ჭ. კაკაო
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან 1 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 2/3 ჩ.ჭ. რძე + 1 თავმოდგმული ს.კ. არაჟანი (ოთახის ტემპერატურის)
  • 2 ს.კ. მდუღარე წყალი

ფორმა: 30×8 სმ.

თუ გსურთ თქვენი კექსი უფრო მაღალი გამოვიდეს, გამოიყენეთ შედარებით პატარა ფორმა.

 

მომზადება:

  • რძე და არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს, აქციეთ ერთიან მასად.
  • ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და სოდა, კარგად აურიეთ და გადადგით გვერდზე.
  • კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, დაახლოებით 5 წთ, უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა.
  • შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. სანამ ერთი მთლიანად არ შეერევა კარაქიან მასას, შემდეგი არ დაუმატოთ. ბოლოს დაამატეთ ვანილინი.
  • კვერცხიან მასას 3 ნაწილად შეათქვიფეთ ფქვილი და რძე (რომელშიც არაჟანია შერეული), დაწყეთ ფქვილით და ფქვილითვე დაამთავრეთ.
  • მიღებული ცომის 1/3 გადაიტანეთ ცალკე ჯამში, დაუმატეთ კაკაო და ადუღებული წყალი. კარგად აურიეთ.
  • ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და კოვზის დახმარებით გაანაწილეთ ცომი, შემდეგი წესით: ვაკეთებთ ერთგვარ ჭადრაკის დაფას, ერთ კიდეში ვდებთ 2 ს.კ. თეთრ ცომს, მის გვერდით და წინ კი 1 ს.კ. შავ ცომს. ამ პრინციპით როცა შეავსებთ ერთ ფენას, შემდეგ ხის წკირით აკეთებთ წრიულ მოძრაობას, მეორე ფენასაც ასევე გაიმეორებთ.
  • ცომი შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-40 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.

ძალიან მარტივი და უგემრიელესი მარმარილოს კექსი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • ვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულითვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულით
  • შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძითორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
  • ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)ჯინჯერის ორცხობილები (ვიდეო რეცეპტი)
  • ნამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტინამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტი
  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)

  • გამაფხვიერებელი
  • კაკაო
  • კარაქი
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • შაქარი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • გლინტვეინი - არომატული ღვინოგლინტვეინი – არომატული ღვინო
  • ფუმფულა და უგემრიელესი ფუნთუშებიფუმფულა და უგემრიელესი ფუნთუშები
  • ქათმის ფახიტასიქათმის ფახიტასი

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020