• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • დესერტები
  • ფუნთუშები ხაჭოთი და ალუბლით (ვიდეო)

ფუნთუშები ხაჭოთი და ალუბლით (ვიდეო)

გამოქვეყნდა სექ 4, 2017
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • დესერტები
  • საუზმეული
  • ცომეული

გემრიელი ფუნთუშების მოყვარულებო ეს პოსტი აუცილებლად უნდა ნახოთ, შეინახოთ და სცადოთ. არაჩვეულებრივი რეცეპტი მოგიტანეთ. ეს ფუნთუშები ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანია ხაჭოს ნაზი და ალუბლის არომატული შიგთავსით. ძალიან კარგია როგორც დესერტად, ასევე საუზმედ ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად. ამ პორციით გამოდის 24 ცალი ფუნთუშა. მომზადება არაა რთული და არც დიდი დრო სჭირდება. თუ მომზადებას გადაწყვეტთ, ვიდეოს ყურების შემდეგ აუცილებლად წაიკითხეთ ტექსტობრივი რეცეპტი, რადგან იქ აღვნიშნავ მნიშვნელოვან დეტალებს.

P1190829-2 (Large)

დაგჭირდებათ:

           ცომისთვის:

  • 4 ან 4,5 ჩ.ჭ. ფქვილი (დამოკიდებულია ფქვილზე)
  • 1 1/4 ჩ.ჭ. რძე
  • 55 გ. კარაქი
  • 1/2 ჩ.ჭ. + 1 ს.კ. შაქარი
  • 2 ც. კვერცხი
  • 1 ს.კ. საფუარი
  • მწიკვი მარილი

ალუბლის შიგთავსისთვის:

  • 1,5 ჩ.ჭ. კურკაგამოცლილი ალუბალი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 გ. ვანილინი

ასევე დაგჭირდებათ:

  • 250 გ. ხაჭო
  • 1/3 ჩ.ჭ. შაქარი

1 ც. კვერცხი ზემოდან გადასასმელად

მომზადება:

  • 4 ჩ.ჭ. ფქვილი ჩაცერით ჯამში, შუაში ოდნავ ჩააღრმავეთ და ჩაასხით გათქვეფილი კვერცხი.
  • პატარა ქვაბში acheter cialis მოათავსეთ კარაქი, 1/2 ჩ.ჭ. შაქარი და რძე. დადგით დაბალ ცეცხლზე და კარგად გაათბეთ, მაგრამ არ გააცხელოთ.
  • რძიანი მასა დაასხით ფქვილს, მოაყარეთ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და მარილი. გააჩერეთ 5 წთ. რომ საფუარი გააქტიურდეს. შემდეგ კი ხელის სათქვეფით მოურიეთ და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დაასვენეთ ცომი 15-20 წუთი.
  • ამ დროში ხაჭოს ხელის სათქვეფით ან მიქსერით შეურიეთ შაქარი.
  • პატარა ქვაბში მოათავსეთ კურკაგამოცლილი ალუბალი, დაამატეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და ვანილინი. მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ განუწყვეტლივ, როცა ალუბლის წვენი შესქელდება გადმოდგით.
  • ცომი გადმოიტანეთ ფქვილმიყრილ სამუშაო დაფაზე. თუ ცომი თხელია, ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი შეაზილეთ. უნდა მიიღოთ ისეთი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა.
  • ცომის გუნდა ჩადეთ ზეთწასმულ ჯამში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით ასაფუებლად 1 საათი.
  • როცა ცომი ამოფუვდება გადმოიტანეთ სამუშაო დაფაზე, გაყავით ჯერ ორ ნაწილად, შემდეგ თითოეული ნაწილი გაყავით ორად, შემდეგ კვლავ ორად, მიიღებთ ოთხ გუნდას, შემდეგ კვლავ ორად გაყავით და მიიღებთ რვა გინდას. ამ რვა გუნდიდან თითოეული მათგანი გაყავით 3 ნაწილად. ბოლოს უნდა მიიღოთ 24 გუნდა.
  • საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გაანაწილეთ გუნდები ერთმანეთისგან 2 სმ. მოშორებით. შუაში ჩააღრმავეთ, გაანაწილეთ ხაჭო და ალუბლის შიგთავსი.
  • გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით 185 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 20-25 წუთი.

უგემრიელესი, არომატული და ფუმფულა ფუნთუშები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • პიცა პეპერონიპიცა პეპერონი
  • საახალწლო ღვეზელი "ნაძვის ხე"საახალწლო ღვეზელი "ნაძვის ხე"
  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • ბერძნული პიტაბერძნული პიტა
  • შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
  • ნამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტინამცხვარი "სიგარეტები" - სამარხვო ვარიანტი
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძითორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით

  • ალუბალი
  • კარაქი
  • კვერცხი
  • რძე
  • საფუარი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ხაჭო

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებშიროგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • ქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთიქათმის ხორცი ბრინჯითა და სტაფილოთი
  • წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)
  • ქათმის სალათი ბულგარული წიწაკითქათმის სალათი ბულგარული წიწაკით

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020