• ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • ვიდეო რეცეპტები
  • კატეგორიები
    • დესერტები
      • ნამცხვრები
      • ცხობის გარეშე
      • ორცხობილები
      • ტორტები
    • სამარხვო
    • სადილი
      • სალათები
      • ხორცის კერძები
      • წვნიანი
      • თევზის კერძები
    • სხვადასხვა
      • საწებელები ჯემები და სხვა
      • მარტივი
      • ყველით მომზადებული
      • წვეულების მენიუ
      • წასახემსებელი
      • ჯულია ჩაილდის რეცეპტები
    • სადღესასწაულო
    • საზაფხულო
      • ნაყინი
    • საუზმეული
    • სასმელები
    • საინტერესო
      • კვება და ჯანმრთელობა
      • ეთნოკულინარია
    • ცომეული
      • პური
  • რჩევები
  • ბლოგის შესახებ
  • მთავარი
  • ვიდეო რეცეპტები
  • კრეპების ტორტი “კრემ-ბრულე”

კრეპების ტორტი “კრემ-ბრულე”

გამოქვეყნდა აგვ 27, 2017
ავტორი მედეა ჩუბინიძე
კატეგორიები:
  • ვიდეო რეცეპტები
  • ნამცხვრები

მეგობრებო, დღეს კიდევ ერთი ახალი ვიდეო რეცეპტი მოგიტანეთ. ეს ნამცხვარი მე არ გამისინჯავს და ასეთ შემთხვევებში მიჭირს ხოლმე შესავლის დაწერა, რადგან ჩემს ემოციებსა და შეფასებას ვერ გადმოგცემთ. თუმცა, თუ ჩემს ოჯახის წევრებს ვენდობით, ძალიან გემრიელია. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ძალიან მალე გაქრა მაცივრიდან, ესეც მიანიშნებს მის გემიელ გემოზე. ამ ყველაფერს დამატებული, თუ შემადგენლობით ვიმსჯელებთ, მივხვდებით, რომ საკმაოდ გემრიელი უნდა იყოს.

P1190700 (Large)

დაგჭირდებათ:

              კრეპებისთვის:

  • 6 ც. კვერცხი
  • 7 ს.კ. შაქარი
  • 3 ჩ.ჭ. რძე
  • 2.5 ჩ.ჭ. ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 60 მლ. ზეთი

               კრემისთვის:

  • 500 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (35%+)
  • 3 ს.კ. შაქრის პუდრა
  • 1 ც. კვერცხი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ.კ. ადუღებული წყალი
  • 2 გ. ვანილი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.ჭ. რძე

ასევე დაგჭირდებათ 2 ს.კ. შაქარი (სურვილისამებრ) კარამელიზებული ზედაფენისთვის.

ფორმა: 20 სმ. დიამეტრის

მომზადება:

  • კვერცხი, შაქარი, ფქვილი და მარილი ჯამში მიქსერის დაბალი სიჩქარით ან ხელის სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთ, შემდეგ კი ნელ-ნელა შეათქვიფეთ თბილი რძე და ზეთი. მიღებულ ცომს გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 სთ. უმჯობესია მთელი ღამით, თუ დრო გაქვთ.
  • კრემის მოსამზადებლად, თავდაპირველად უნდა გააკეთოთ მოხარშული კრემი, ამისათვის ერთად ათქვიფეთ კვერცხი, სახამებელი, ფქვილი და შაქარი (და არა შაქრის პუდრა, ეს ნაღებისთვისაა), როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ ნელ-ნელა შეათქვიფე ადუღებამდე მიყვანილი რძე. შემდეგ კი ეს მასა კვლავ დააბრუნეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე 5 წუთით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ამ დროს კრემი შესქელდება. შემდეგ გადაიტანეთ პატარა ჯამში, შეათქვიფეთ 1 ჩ.კ. ცხელი წყალი და ვანილი, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემის ზედაპირს ეკროდეს და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  • კრეპები შეგიძლიათ გამოაცხოთ ჩვეულებრივ ბლინის ტაფაზე, რომელიც არ იკრავს.
  • კრემის მომზადების ბოლო ეტაპზე კარგად გაციებული ნაღები ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ დაუმატეთ შაქრის პუდრა, ბოლოს კი გაციებული მოხარშული კრემი.
  • კრეპების თითოეულ ფენას წაუსვით 1 სადილის კოვზი კრემი და ააწყვეთ ნამცხვარი.
  • ბოლო ფენას არ წაუსვათ კრემი, მოაყარეთ შაქარი და მოაკარამელიზეთ, თუ ამისათვის განკუთვნილი აპარატი არ გაქვთ, მაშინ შაქრის პუდრა მოაფრქვიეთ ბოლო ფენას.

კრეპების ტორტი “კრემ-ბრულე” მზადაა, გემრიელად მიირთვით!

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ:

  • შოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემითშოკოლადის ტორტი მიწისთხილის კარაქის კრემით
  • შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)შოკოლადის რულეტი ბანანით (ვიდეო)
  • ჩინური ტორტი ატმითა და ბანანითჩინური ტორტი ატმითა და ბანანით
  • ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)ბერძნული გირო ქათმის ხორცით (ვიდეო)
  • ორცხობილები მოხარშული შესქელებული რძითორცხობილები მოხარშული შესქელებული რძით
  • ქათმის ფილე გაწურული მაწვნისა და ავოკადოს სოუსით | ვიდეო რეცეპტიქათმის ფილე გაწურული მაწვნისა და ავოკადოს სოუსით |…
  • სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)სახლში მომზადებული ბეიგელები (ვიდეო)
  • ტირამისუ (ვიდეო რეცეპტი)ტირამისუ (ვიდეო რეცეპტი)

  • ვანილი
  • ზეთი
  • კვერცხი
  • ნაღები
  • რძე
  • ფქვილი
  • შაქარი

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

ავტორი

ავტორი

მედეა ჩუბინიძე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget

პოპულარული პოსტები

  • კიში (III ვარიანტი) - ვიდეო რეცეპტიკიში (III ვარიანტი) – ვიდეო რეცეპტი
  • ჩეხური ფახლავაჩეხური ფახლავა
  • როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებშიროგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ბურგერი სახლის პირობებში
  • კრაბის სალათიკრაბის სალათი
  • გლინტვეინი - არომატული ღვინოგლინტვეინი – არომატული ღვინო

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

Facebook Pagelike Widget



LetsCook.Ge ©2020